მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაკერებმა ბლოკჩეინიდან $615 მილიონის კრიპტოვალუტა მოიპარეს

62456e3195e0b
გიორგი თოლორდავა
31.03.22 13:40
3568
ჰაკერებმა ცნობილი ვიდეო თამაშის, Axie Infinity-ის ბლოკჩეინ სისტემა Ronin-ი დაჰაკეს და დაახლოებით 615 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა, კერძოდ, 173 600 ეთერიუმი და 25.5 მილიონი USDC მოიპარეს. კრიპტოვალუტის ისტორიაში ეს რიგით მეორე ყველაზე მსხვილმასშტაბიანი ჰაკერული თავდასხმაა.

Ronin-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა შეტევისთვის მოპარული პირადი გასაღებები, ანუ ერთგვარი ციფრული პაროლები გამოიყენებს, რისი საშუალებით მათ შეძლეს ანგარიშებიდან კრიპტოაქტივების მოპარვა.

კომპანიის განცხადებით, უახლოეს მომავალში იგეგმება უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და პროტოკოლის შეცვლა. გარდა ამისა, კიბერდანაშაულთან დაკავშირებით გამოძიებაც დაიწყება, თუმცა დაუბრუნდება თუ არა მოპარული აქტივები დაზარალებულ ინვესტორებს ამ ეტაპზე უცნობია.