მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყალბი საგადასახდო დოკუმენტების გამოყენების და სხვისი ქონებას მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოვლინდა

635a21f58eb56
BM.GE
27.10.22 10:07
638
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და მოჩვენებითი გარიგებით ქონების გადამალვის ფაქტებზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს, - ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, კომპანიებს შორის თითქოსდა განხორციელებული საქონლის მიწოდების თაობაზე, რა გზითაც ჯამში შეიქმნა და შემდგომში გამოიყენა 65 516 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი.

მანვე, მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, კომპანიის საკუთრებაში არსებული ჯამში 168 851 ლარის ღირებულების ქონება, მოჩვენებითი გარიგებით, ფიქტიურად გადააფორმა მისი მართვის ქვეშ მყოფი მეორე კომპანიის სახელზე", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე, 185-ე და 205 პრიმა მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით