22.სექტემბერი .2021 20:50

ჩინეთში TikTok-ის ანალოგი აპლიკაციის გამოყენებაზე ბავშვებს ლიმიტი დაუწესდებათ

ჩინეთში TikTok-ის ანალოგი აპლიკაციის გამოყენებაზე ბავშვებს ლიმიტი დაუწესდებათ
views 326
უკან

ჩინეთში TikTok-ის ანალოგი პლატფორმა, რომელიც Douyin-ის სახელწოდებით არის ცნობილი, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს აპლიკაციის გამოყენების ლიმიტს უწესებს, რომელიც დღეში 40 წუთის ოდენობით იქნა განსაზღვრული. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბავშვებს, რომლებიც რეალური მონაცემებით არიან პლატფორმაზე დარეგისტრირებული და ჯერ არ მიუღწევიათ განსაზღვრულ ასაკამდე, აპლიკაციაზე წვდომა დილის 6 სთ-დან საღამოს 10 სთ-მდე ექნებათ.

ამასთან სოციალურმა ქსელმა პატარებისთვის ახალი კონტენტიც შეიმუშავა, რომელიც მეცნიერულ ექსპერიმენტებს, ისტორიულ ვიდეოებს და მუზეუმებში ონლაინ ექსკურსიებს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ ჩინეთში18 წლამდე ახალგაზრდებს ონლაინ პლატფორმებზე თამაშის დრო შეეზღუდათ. თინეიჯერები ვიდეო თამაშებით სარგებლობას მხოლოდ პარასკევს და შაბათ-კვირას შეძლებენ, ისიც მხოლოდ ერთი საათით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა