მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კელი დეგნანი: ეუთოს რეკომენდაციები ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან არის ძალაში

5ec54cac0a50f
შოთა ტყეშელაშვილი
20.05.20 19:51
1423
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს საარჩევნო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით ეუთოს რეკომენდაციების დანერგვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეუთოს ანგარიშები ასახავდნენ იმ პრობლემებს, რომლებიც საქართველოში ყველა წინა არჩევნებზე იყო სახეზე, ხოლო ორგანიზაციის მიერ ქვეყნისთვის მიცემული ზოგიერთი რეკომენდაცია ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან არის ძალაში და მათი იმპლემენტაცია ჯერ არ მომხდარა.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის სპაარლამენტო არჩევნები აღქმული იყოს, როგორც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის ექსპერტულ დახმარებას უწევს, რათა დანერგილი და ასახული იყოს ის რეკომენდაციები, რომელთაც ეუთო გასცემს. ეს რეკომენდაციები შექმნილია, რათა პასუხი გაეცეს წინა არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს, ხელი შეეწყოს უფრო სანდო და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ოქტომბერში. ეუთოს ზოგიერთი ეს რეკომენდაცია ეუთოს ანგარიშებში მოხსენიებულია ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან,”- განაცხადა ამერიკის შეერთბული შტატების ელჩმა.