მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კელი დეგნანი: „მოვუწოდებ და ვურჩევ ყველას - აიცერით“

6101028800d9f
ვიქტორია მღებრიშვილი
28.07.21 11:21
813
„მოვუწოდებ და ვურჩევ ყველას - აიცერით“ - ეს განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად ვაქცინაციის პროცესის მონახულებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ვაქცინაცია ამ ეტაპისთვის კარგად მიმდინარეობს და მოქალაქეების მხრიდან აქტიურობა მაღალია. აშშ-ის ელჩმა პანდემიასთან საბრძოლველად ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს მხარდაჭერას პანდემიის დაწყებიდან უცხადებდა.

„აშშ-ს და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველოსთვის „ფაიზერის“ 500 000 დოზა ვაქცინის ჩუქება შევძელით. ვნახე, რომ ბევრი ადამიანია მოსული ასაცრელად, ეს ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონის გათვალისწინებით, რომ ვირუსის "დელტა" შტამი ქვეყანაში შემოსულია და ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ვაქცინაცია საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ საკუთარი და ახლობლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაიცვათ და ასევე დაიცვათ ეკონომიკა პანდემიისგან. აშშ საქართველოს პანდემიის დაწყებისთანავე ეხმარებოდა და დახმარებას ამ ფაზაშიც აგრძელებს. ვაქცინაცია ერთადერთი და საუკეთესო გზაა ვირუსთან და პანდემიასთან საბრძოლველად. ეს უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინაა. მოვუწოდებ და ვურჩევ ყველას - აიცერით“, - განაცხადა კელი დეგნანმა.