სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ეწვია.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის მიღწევები, უწყებაში დანერგილი სიახლეები და აქტუალურ თემებზე ჩატარებული და მიმდინარე საერთაშორისო პარალელურ აუდიტებთან დაკავშირებული საკითხები და პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სტატუსი გააცნო.
ირაკლი მექვაბიშვილმა ისაუბრა აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურთან თანამშრომლობის პროექტზე, რომელიც USAID-ის ხელშეწყობით დაიგეგმა. აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურთან (GAO) ერთობლივი პროექტი ეფექტიანობის აუდიტის მიგნებების და გაცემული რეკომენდაციების ზეგავლენის შეფასებისა და პროფესიული დახელოვნების მიმართულებებს მოიცავს.
„ძალიან საინტერესო და ინფორმატიული შეხვედრა მქონდა გენერალურ აუდიტორთან, სადაც განვიხილეთ სახელმწიფო ინსტიტუტებში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა. USAID-ი და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა 2011 წლიდან თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან მისი საქმიანობის განვითარების კუთხით. ძალიან შთამაგონებელი და იმედის მომცემია ის პროგრესი, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიაღწია მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. მათი საქმიანობა ემსახურება საზოგადოების წინაშე სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას ფუნქციონირებისა და ფინანსების განკარგვის კუთხით’’ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.
აშშ-ის ელჩთან შეხვედრას გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე და USAID-ის ფინანსური ოფისის დირექტორი გაგიკ მელკუმიანი ესწრებოდნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა