მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კელი დეგნანი სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე დაამტკიცა

5dfc72caa269b
შოთა ტყეშელაშვილი
20.12.19 11:02
2250
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში ელჩად კელი კოლინ დეგნანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის კონგრესის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

კელი დეგნანი სახელმწიფო დეპარტამენტში ბოლო 25 წლის განმავლობაში მუშაობდა. საქართველოში ელჩის პოზიციაზე დამტკიცებამდე, ის ევროპისა და აფრიკის ტერიტორიაზე აშშ-ის საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩევლის პოსტზე მუშაობდა. 

ამ დროისთვის აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.