მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კელი დეგნანმა ფოთის საზღვაო სასწავლებელში ინგლისური ენის შემსწავლელი ლაბორატორია გახსნა

60e8974d09003
BM.GE
09.07.21 22:36
634
დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, მისი აღმატებულება კელი დეგნანი ფოთის საზღვაო სასწავლებელს ეწვია.

ელჩმა ფოთის სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, 13 ლაბორატორია, დაათვალიერა, რომელიც თანამედროვე სიმულატორებით არის აღჭურვილი და სრულად უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებს.

ვიზიტის ფარგლებში, კელი დეგნანმა, სასწავლებელში ინგლისური ენის შემსწავლელი ლაბორატორია გახსნა, რომლის მოწყობაც ამერიკის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს სანაპირო დაცვის, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა.

- “მინდა დიდი სიამაყით განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს გრძელვადიან პარტნიორობას საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან. ეს ტრენინგცენტრი დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს არამხოლოდ ამ რეგიონში, რომ აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სამუშაოებზე საზღვაო სექტორში,” - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, ფოთის საზღვაო სასწავლებელში ვიზიტისას.

ქართველ მეზღვაურთა წარმატებით დასაქმებაში ინგლისური ენის ცოდნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარებით, ფოთის საზღვაო სასწავლებელში მოქმედი ინგლისური ენის შემსწავლელი ლაბორატორია მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობის შესაძლებლობებს, ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართველი მეზღვაურებისათვის ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაშიც.
-“დღეს ეს კომპონენტი უმნიშვნელოვანესია მათი წარმატებით დასაქმების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას და იმ წვლილს, რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს შეაქვს ქვეყნის საზღვაო სექტორის განვითარებაში; მათ შორის საპორტე სექტორში უსაფრთხოებისა და უშიშროების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში.

- „ჩვენ ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერას და დახმარებას ქართულ ნავსადგურებში თანამედროვე სტანდარტების და მომსახურების დანერგვის მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატები მხარში გვიდგას საზღვაო სერვისების გაციფრულებისა და „ერთი ფანჯრის პრინციპით“ გაერთიანების პროექტის განხორციელებაშიც, სწორედ აშშ-ს საელჩო აფინანსებს ჩვენს ნავსადგურებში აღნიშნული პროექტის დანერგვის პროცესს,“ - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.

საქართველო მონაწილეობს აშშ-ს სანაპირო დაცვის „პორტების საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამაში“, რომლის ფარგლებშიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, მოწმდება საზღვაო უშიშროების დონე საქართველოს ნავსადგურებში. 2018 წლის აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველომ საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და აშშ-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისაგან სპეციალური ჯილდო -