მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კემბრიჯში 2021 წლის ზაფხულამდე ლექციები ონლაინ ჩატარდება

5ec544b70eb42
ნათია თაქთაქიშვილი
20.05.20 19:12
866
კემბრიჯის უნივერსიტეტი პირველია, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვები მთელ აკადემიურ წელზე გაავრცელა. როგორც The Guardian წერს, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ყველა ლექცია ონლაინ რეჟიმში გადაიტანოს.

უნივერსიტეტის განცხადებით, ონლაინ რეჟიმში სწავლება 2021 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. ტრადიციულ ფორმატში სწავლას კი, მცირე ჯგუფებისთვის დაუშვებენ თუ სოციალური დისტანცირების წესების დაცვა შესაძლებელი იქნება.

კემბრიჯის უნივერსიტეტი ონლაინ სწავლებაზე მარტში გადავიდა, სტუდენტები გამოცდებსაც ვირტუალურად აბარებენ.

"უნივერსიტეტი მუდმივად ადაპტირდება პანდემიის პირობებში შესაბამისი უწყებების რჩევების შესაბამისად. ვიცით რა, რომ სოციალური დისტანცირების მოთხოვნები შენარჩუნდება, გადავწყვიტეთ, შემდეგი აკადემიური წელი მთლიანად ონლაინ რეჟიმში ჩავატაროთ”, – განაცხადა კემბრიჯის უნივერსიტეტის სპიკერმა.