კენიის მთავრობამ კილიფის რეგიონში არსებული ბაობაბების საქართველოში ტრანსპორტირება და ექსპორტი შეაჩერა, - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა, The Guardian-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტის, უილიამ რუტოს განკარგულებით, კენიის გარემოს დაცვისა და მეტყევეობის სამინისტრომ გამოძიებაც კი დაიწყო იმის დასადგენად, თუ როგორ მიიღო უცხოელმა კონტრაქტორმა, ამ შემთხვევაში ქართველმა გიორგი გვასალიამ, უძველესი ხეების ექსპორტზე გატანისთვის საჭირო ლიცენზია.
„[ბაობაბების ექსპორტისთვის] აუცილებელია შესაბამისი ლიცენზია და კენიელებს შორის სარგებლის განაწილების ფორმულა. ამასთანავე, ეს პროცესი სრულ თანხვედრაში უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამასთან, რომელიც შემდეგი ათი წლის განმავლობაში თხუთმეტი მილიარდი ხის დარგვას ითვალისწინებს“, - ვკითხულობთ უილიამ რუტოს განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტმა Twitter-ზე გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის განცხადებას მალევე გამოეხმაურა კენიის გარემოს დაცვისა და მეტყევეობის სამინისტრო, რომელმაც განაცხადა, რომ ხეების ამოძირკვისა და ექსპორტის ლიცენზია, რომელიც გიორგი გვასალიამ ოქტომბერში მიიღო – არასათანადოდ იყო გაცემული. „ბაობაბი ხის უნიკალური სახეობა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, რომელიც კენიის კონსტიტუციითაა დაცული“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
საქმე ისაა, რომ გენეტიკური რესურსების, ექსპორტისთვის საჭირო გარემოებებს ნაგოიას პროტოკოლი ადგენს, რომელიც ძალაში 2014 წელს შევიდა. აღნიშნული დოკუმენტი კენიის სამართლებრივ სტრუქტურაში არის ინტეგრირებული და მასში, ბაობაბებთან ერთად, აფრიკული ბიომრავალფეროვნებისთვის დამახასიათებელი სხვა მცენარეებიც შედის. ნაგოიას პროტოკოლის ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, კონკრეტული საქონლის ექსპორტზე ლიცენზიის მისაღებად, დაინტერესებულმა მხარემ ადგილობრივი თემისგან დასტური უნდა მიიღოს, რომლის საფუძველზე თემს, შემსყიდველს და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, რომელიც ექსპორტიდან მიღებულ სარგებელს მხარეებს შორის გადაანაწილებს.
აქვე უნდა ითქვას, რომ კილიფისთვის, რომელიც კენიის აღმოსავლეთ ნაწილში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს, ხეების ამოძირკვის პრობლემა არახალია – ის ათწლეულებს ითვლის. თუმცა ბოლო წლებში, აღნიშნული პროცესი დაჩქარდა – Global Forest Watch-ის ინფორმაციით, 2002-2021 წლებში კენიის ტერიტორიიდან 68.4 მილიჰექტრის ფართობის ტყე გაქრა, რითაც კილიფი კენიაში რიგით მესამე ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ ბაობაბი უნიკალური მცენარეა, რომელიც ათასობით წელი ცოცხლობს. ამასთანავე, ის C-ვიტამინით, ანტიოქსიდანტებით, კალციუმით, კალიუმითა და ბოჭკოთი გაჯერებულ ნაყოფს წარმოქმნის, რომლის კურკა, დაფქული ფორმით, სხვადასხვა კერძებში გამოიყენება. აქვე გეტყვით, რომ ბაობაბის ქერქი სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენება, ხოლო კურკის ზეთი სილამაზისა და თავის მოვლის ინდუსტრიაში.
ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი რვა ბაობაბი კენიიდან საქართველოში, შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში უნდა გაგზავნილიყო, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ფლობს. აღსანიშნავია, რომ კენიის გარემოს დაცვისა და მეტყევეობის სამინისტროს ბაობაბების საქართველოში ექსპორტი არ აუკრძალავს – ის იმ დრომდე შეჩერდა, ვიდრე ლიცენზირების საკითხი მოგვარდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება