მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო კომპანიები ვაქცინებს ვერ იშოვიან, თორემ შემოიტანონ, ვინ უშლით? - პაატა იმნაძე

60533c7906651
ინგა მურუსიძე
18.03.21 16:03
1244
როგორც ცნობილია, კერძო სადაზღვევო კომპანიები უკვე მიმართავენ თავიანთ დაზღვეულებს და ატარებენ კვლევას, თუ რამდენი მათგანი გაიკეთებს აცრას ვაქცინის არსებობის შემთხვევაში. სადაზღვევო კომპანიებში ამბობენ, რომ ქართველი იმპორტიორები მუშაობენ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემოტანაზე და, სავარაუდოდ, მარტის ბოლოდან  ქვეყანაში კომერციული ვაქცინაც გამოჩნდება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, კერძო კომპანიებს ვაქცინის შემოსატანად არანაირი შეზღუდვა არა აქვთ.

„კერძო კომპანიებს დღესაც შეუძლიათ შემოიტანონ ვაქცინა. ვერ იშოვიან, თორემ შემოიტანონ, ვინ უშლით?“ - ამბობს პაატა იმნაძე.