მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი ხელს უწყობს ბიზნესის ჩართულობას შრომის კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესში (R)

61fa988980875
BM.GE
02.02.22 18:39
1612
2022 წლის 1 თებერვალს, “დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა შრომის სამართლის აღსრულების გაძლიერებისათვის” პროექტის ფარგლებში, კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE) ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, რომელზეც 8 ქართულმა ბიზნეს ასოციაციამ წარმოადგინა პრეზენტაციები იმ აქტივობების შედეგების შესახებ, რომლებიც მათ CIPE-ის ფინანსური მხარდაჭერით 2021 წელს განახორციელეს. ღონისძიებას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ უმასპინძლა.

გასულ წელს კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრმა მცირე გრანტები გასცა საქართველოში მოქმედ შემდეგ ასოციაციებზე: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, რითეილ ასოციაცია, საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია, ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია.

აღნიშნული გრანტის ფარგლებში, ასოციაციებმა თავიანთ წევრ კომპანიებს ჩაუტარეს ტრენინგები, რომელთა საშუალებითაც გაიზარდა კერძო სექტორის ცნობიერება შრომით უფლებებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მცირე გრანტების პროგრამის მიზნი იყო ის, რომ კერძო საქტორს გამარტივებოდა იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რასაც ამჟამად საქართველოს შრომის კოდექსი და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ითვალისწინეს.

საერთო ჯამში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დატრენინგდა ბიზნესის 467 წარმომადგენელი მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ნარჩენების გადამუშავების, მომსახურებისა და სხვა სექტორებიდან.

ზემოხსენებული ტრენინგების შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი. შესაბამისად, კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ სოციალურ დიალოგში შესულიყვნენ დასაქმებულების წარმომადგენელთან. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის საერთო გამოწვევები, რაც არსებული შრომითი კანონმდებლობის ეფექტურ აღსრულებას უკავშირდება და გამოთქვეს სურვილი იმისა, რომ სამომავლოდ განაგრძონ სოციალური დიალოგი. შეხვედრის მოდერატორი იყო კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი, მარიამ ქუჩულორია.

შეხვედრაზე ბიზნეს ასოციაციების წამომადგენლების მიერ გამოიკვეთა სხვადასხვა პრობლემური საკითხებიც, რაზედაც მსჯელობა გაგრძელდება პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან და სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ერთად დიალოგის ფორმატში.

*დაფინანსებას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტი თანამშრომლობითი ხელშეკრულების IL-32531-18-75 K საფუძველზე, სოლიდარობის ცენტრის ქვე-კონტრაქტის ფარგლებში კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან მიმართებით. პროექტის ან პროგრამის მთლიანი ღირებულების 100% ფინანსდება ფედერალური ფონდებით, რაც შეადგენს 580,000 დოლარს.

აღნიშნული ფაქტი აუცილებლად არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის შეხედულებას ან პოლიტიკას და არც სავაჭრო მარკის, კომერციული პროდუქტების ან ორგანიზაციების ხსენება გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან უპირობო მხარდაჭერას.