მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სადაზღვევო სექტორის განვითარებამ ჯიბიდან გადახდების წილი შეამცირა - Galt&Taggart

64524e5b34929
თინათინ ნატმელაძე
03.05.23 16:34
473
Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, ჯანდაცვაზე დანახარჯების სწრაფი ზრდა 2013 წლიდან სახელმწიფო დაფინანსების ზრდამ განაპირობა.

კვლევაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ხარჯები ჯანდაცვაზე 2014-22 წლებში თითქმის გასამმაგდა და 2.0 მლრდ ლარი შეადგინა. იმავე წლებში, მთავრობის დაფინანსების ზრდამ და კერძო სადაზღვევო სექტორის განვითარებამ ჯიბიდან გადახდების წილი ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში 15 პროცენტული პუნქტით 51%-მდე შეამცირა, რაც კვლავ მაღალი მაჩვენებელია ევროკავშირის (16%) და შესადარისი ქვეყნების (38%) საშუალოსთან შედარებით. ჯიბიდან გადახდების მაღალ დონეს საქართველოში, ძირითადად, მედიკამენტებზე დანახარჯები განაპირობებს. საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების პოლიტიკის მიხედვით, 2030 წლისთვის, მთავრობა ჯიბიდან გადახდების წილის 30%-მდე შემცირებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, 2022 წელს, საყოველთაო ჯანდაცვა კერძო ჯანდაცვის სექტორის შემოსავლების ნახევარს, 1.4 მლრდ ლარს შეადგენს და მზარდია როგორც კერძო ჯანდაცვის სექტორის შემოსავალი, ასევე მისი მოგებიანობაც.

მაგალითად, თუ 2012 წელს კერძო ჯანდაცვის შემოსავლებში საყოველთაო ჯანდაცვისა და სხვა საოპერაციო შემოსავლების ოდენობა 0.7 მლრდ ლარს შეადგენდა, 2021 წელს ეს მოცულობა გაიზარდა და 2.9 მლრდ გახდა, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 2.8 მლრდ იყო. ასევე, ბოლო წლებში გაზრდილია ჯიბიდან გადახდილი შემოსავლებიც.

რაც შეეხება კერძო ჯანდაცვის მოგებიანობის მაჩვენებელს, ეს მონაცემი ცვალებადია და წმინდა მოგებამ თავის მაქსიმუმს, ანუ 14.6%-ს 2021 წელს მიაღწია.