მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სექტორი ტურიზმის ამუშავების გზებს ეძებს – ერთ-ერთი ალტერნატივა საოჯახო ტურიზმია

5faacb2fc626c
მარიამ ადამია
10.11.20 22:45
770
კერძო სექტორი ტურიზმის სექტორის ამოქმედებისთვის გამოსავალს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად ეძებს. მათი ერთ-ერთი მიგნება საოჯახო ტურიზმის განვითარებას უკავშირდება. ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში”, ტურიზმის ექსპერტმა ლელა გიორგაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოსტ-პანდემიურ ვითარებაში მდგრადი ტურიზმის განვითარების ერთადერთი გზა სწორედ ეს არის.

“ოჯახები მეტი ხნით ჩერდებიან ერთ ადგილას, შესაბამისად სჭირდებათ მეტი კომფორტი და იყენებენ მეტ ადგილობრივ მომსახურებას; ოჯახები, ჩვეულებრივ, მეტს ხარჯავენ და მოიცავს ყველა ასაკობრივ სეგმენტს: ჩვილებიდან დაწყებული მესამე ასაკის წარმომადგენლების ჩათვლით. ანუ გავდივართ მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებზე, რაც იდეაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მთავარი მიზანია, როგორც ამას ტურიზმის სტრატეგიაში ვკითხულობთ.

პარალელურად, საოჯახო ტურისტული პაკეტები ორიენტირებულია მეტად ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების შეცნობაზე, ახალი ადგილების აღმოჩენაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები მხოლოდ CHECK IN-ისთვის არ ჩამოვლენ,”- აღნიშნა ლელა გიორგაძემ.

მისი თქმით, ოჯახები ძალიან ფრთხილები არიან კვების საკითხის მიმართ და დიდ უპირატესობას ანიჭებენ ნატურალურ პროდუქტებს, შესაბამისად სოფლის მეურნეობის განვითარება ასევე დაკავშირებულია ამ ტიპის მოგზაურების სარგებლიანობასთან.