მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სექტორის 6% ამბობს, რომ პანდემიას არსებითი ცვლილებები არ გამოუწვევია - GCCI-ის კვლევა

5f171f722b345
ვიქტორია მღებრიშვილი
21.07.20 22:40
1074
შემცირებული გაყიდვები, ეროვნული ვალუტის კურსი, ლოგისტიკასთან დაკავშირებული პრობლემები, დაგვიანებული გადახდები, ნედლეულის ხელმისაწვდომობა - ეს ის გამოწვევებია, რომლის წინაშეც კერძო სექტორი პანდემიიდან გამომდინარე აღმოჩნდა.

როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ჩატარებული კვლევაშია აღნიშნული, კომპანიებს სხვადასხვა ტიპის პრობლემები აქვთ, რაც მათ შემდგომ ოპერირების საკითხს განაპირობებს.

კორონავირუსმა შემდეგი გავლენა იქონია ბიზნესზე:

• შეუმცირდა გაყიდვები - 53%-ს;
• ლარის კურსი - 13%;
• ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემები - 13%;
• ნედლეულის ხელმისაწვდომობა / ფასის გაზრდა - 6%;
• დაგვიანებული გადახდები კლიენტებისგან - 5%;
• სადიზენფექციო საშუალებების ნაკლებობა უსაფრთხოების რეგულაციების შესრულების შესაძლებლობა - 3%;
• სხვა - 1%.

გამოკითხულთა მხოლოდ 6% ამბობს, რომ პანდემიას არსებითი ცვლილებები არ გამოუწვევია.

აქედან გამომდინარე, კვლევაში მონაწილე კომპანიების ნახევარი ოპერირების შეჩერებას არ აპირებს, ხოლო დანარჩენი ნაწილის ოპერირებასთან დაკავშირებული პროგნოზები ასეთია:

• თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, შეაჩერებს საქმიანობას ერთიდან მაქსიმუმ სამი თვის პერიოდში –კომპანიების 20%;
• თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა შეაჩერებს საქმიანობას სამიდან მაქსიმუმ ექვსი თვის პერიოდში –კომპანიების 11%;
• საქმიანობა უკვე შეაჩერა - 5%-მა;
• თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა ერთი თვის პერიოდში შეაჩერებს საქმიანობას კომპანიების 4%;
• თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა ექვსიდან მაქსიმუმ თორმეტი თვის პერიოდში შეაჩერებს საქმიანობას კომპანიების 3%;
• ვერ განსაზღვრავს პასუხს - 7%.

გამოკითხული კომპანიების წარმომადგენლები იმ საჭიროებებზე საუბრობენ, რაშიც მათ მხარდაჭერა სჭირდებათ, იმისთვის რომ თავიანთი საქმიანობა გააგრძელონ. აღსანიშნავია, რომ დახმარებას არ ითხოვს კომპანიების მხოლოდ 3%. დანარჩენი კომპანიების საჭიროებები კი შემდეგია:

• ფინანსური დახმარება / გრანტი 22%;
• გრძელვადიანი / შეღავათიანი სესხი 18%;
• გადასახადებისგან დროებით გაუქმება ან/და შემცირება 13%;
• არსებული პროდუქციის რეალიზაციაში დახმარება 9%;
• იჯარის, ხელფასების, კომუნალური და სხვა ხარჯების სუბსიდირება - 8%;
• არსებული სესხისა და პროცენტის გადავადება 7%;
• ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია 6%;
• საზღვარგარეთ ბიზნეს პარტნიორის მოძიებაში დახმარება 5%;
• ინვესტიციების მოზიდვაში დახმარება 4%;
• სადენზიფექციო და ჰიგიენური საშუალებების მომარაგება 3%;
• ფრენების აღდგენა 1%;
• სხვა 1%.

გამოკითხულთა თანახმად, საშეღავათო პერიოდის გამოცხადების გარეშე, ბიზნესის მხოლოდ 14% შეძლებდა ერთმნიშვნელოვნად სესხისა და პროცენტის დაფარვას; 33% სესხის პროცენტს ვერ დაფარავდა, ხოლო 53% უჭირს პასუხის განსაზღვრა;