მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სექტორის აქტივობის დონე შენარჩუნებული უნდა იყოს - ზვიად ჭუმბურიძე

5e78a91dee18a
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.20 23:40
1077
ახლა რაც არის მინიმალურ დონეზე კერძო სექტორის აქტივობა ის შენარჩუნებული უნდა იყოს, - განუცხადა BM.GE-ის ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა ზვიად ჭუმბურიძემ.

იგი საქართველოში ბიზნეს აქტივობის შენელებას ბუნებრივად მიიჩნევს და ცალკეული სექტორების აქტივობა დასაქმებულებზეც არის დამოკიდებული.

„სულ რომ საგანგებო მდგომარეობა არ ყოფილიყო, ბიზნესი ისედაც შეჩერებულია, ყველაფერი დახურულია, მინიმალური დონე რაც გვაქვს წარმოების ქვეყანაში, ისიც დაკლებულია. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში არ ველით სხვაგვარად მოვლენების განვითარებას და ეს ბუნებრივიცაა.

კერძო სექტორის მიერ სხვადასხვა დარგში აქტივობის შენარჩუნება ხალხის განწყობაზეც არის დამოკიდებული, იმიტომ რომ ის მშენებელიც ადამიანია, მუშაც ადამიანია, მათაც ერთგვარი ფსიქოლოგიური შიში აქვთ, უნდათ სამსახური, უნდათ მუშაობა, მაგრამ უნდათ რომ დაცულნი იყვნენ. ზუსტად ერთ თვეში გაირკვევა რა ვითარებაში ვართ. თუ მოხდება მძიმე ეპიდაფეთქება, მაშინ ბუნებრივია ის მშენებლობებიც და სხვა ბიზნეს აქტივობებიც შეწყდება, მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ მაისის 10-დან უკეთესობა იქნება.

ახლა რაც არის მინიმალურ დონეზე კერძო სექტორის აქტივობა ის შენარჩუნებული უნდა იყოს, ყველაფერს ვერ დაკეტავ და ვერ გააჩერებ, იმიტომ რომ საწარმოო ციკლის მთელი თავისებურება ის არის, რომ ერთხელ თუ გაჩერდა მისი თავიდან ამუშავება ძნელია. ამას უნდა კარგი მენეჯმენტი“, - განმარტავს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი.