მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სექტორის დაკრედიტებაში ვაჭრობის სექტორი კვლავ პირველ ადგილს იკავებს

600601738a1a3
მადონა გასანოვა
19.01.21 11:35
920
2020 წლის 11 თვეში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა სულ 13.3 მილიარდი ლარის ახალი ბიზნეს სესხები გასცეს. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, სესხების ეს ნაკადები 2019 წელთან შედარებით 3 მილიარდი ლარით ნაკლებია. 

კერძოდ, პერიოდის განმავლობაში უცხოური ვალუტით გაცემული ახალი სესხების მოცულობა 8.4 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 1.7 მილიარდით ნაკლებია, ლარში გაცემული ახალი სესხების მოცულობა კი 1.3 მილიარდი ლარით, 6.6 მილიარდ ლარამდე არის შემცირებული.

სექტორებს შორის დაკრედიტების ზომის მხრივ პირველ ადგილზე კვლავ ვაჭრობაა. სავაჭრო სექტორის დაკრედიტებამ (ლარსა და უცხოურ ვალუტაში) 3.85 მილიარდი ლარი შეადგინა. მართალია, ეს მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 358 მილიონით არის შემცირებული, მაგრამ ამის მიუხედავად, ის მაინც სხვა სექტორებთან შედარებით მოწინავე ადგილს იკავებს.

ვაჭრობა კომერციული ბანკების მხრიდან დაკრედიტებისთვის მიმზიდველობით გამოირჩევა იმიტომაც, რომ ის მშპ-ის შემადგენელი უმსხვილესი დარგია. საქსტატის მონაცემებით, ვაჭრობაზე ეკონომიკის 14.3% მოდის. ბიზნეს სესხებში მეორე ადგილზე მრეწველობა მოდის, რომელზეც ბანკებმა 3.76 მილიარდი ლარის სესხები გასცეს, მესამე ადგილს კი 1.84 მილიარდი ლარით სამშენებლო სექტორი იკავებს. 

ეკონომიკის დარგების მიხედვით, 2020 წლის 11 თვეში დაკრედიტების ცვლილება ასეთი იყო (წარმოდგენილია ლარის და სავალუტო სესხების ჯამი):

● ვაჭრობა - 3.85 მილიარდი ლარი, კლება წინა წელთან -358 მლნ;
● მრეწველობა - 3.76 მილიარდი ლარი, კლება წინა წელთან -524 მლნ;
● მშენებლობა - 1.84 მილიარდი ლარი, ზრდა წინა წელთან 23 მლნ;
● ფინანსური შუამავლობა - 987 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -1.18 მილიარდი ლარი;
● ოპერაციები უძრავი ქონებით, კვლევები, კომერციული საქმიანობა - 765 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -367 მლნ;
● სასტუმროები და რესტორნები - 689 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -302 მლნ;
● სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, თევზჭერა - 359.48 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 44 მლნ;
● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - 323 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -141 მლნ;
● ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 250 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -148 მლნ;
● განათლება - 61 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -45 მლნ;
● საქმიანობის სხვა სახეები - 457 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -20 მლნ;

შესაბამისად, ყველაზე მეტად - 1.18 მილიარდი ლარით ფინანსური შუამავლობის დარგის დაკრედიტება არის შემცირებული.