კერძო სექტორის გაძლიერება არ უნდა იყოს მომხმარებლების ხარჯზე. პირველი ამოცანა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვაა,- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა "რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა.
"კერძო სექტორის გაძლიერება არ უნდა იყოს მომხმარებლების ხარჯზე. ამიტომ, მომხმარებლების უფლებების დაცვა თანაბარწილად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი ამოცანაა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვა. სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენ ევროდირექტივის პრინციპებს ავსახავთ კანონში ვაჭრობის შესახებ, რომელიც დაარეგულირებს ურთიერთობას ვაჭრობაში მონაწილე მხარეებს შორის.
დარეგულირდება ისეთი საკითხები, როგორიც არის მაგალითად, გადახდის ვადები, პასუხისმგებლობა ვადაგასულ პროდუქციაზე, ასევე დარეგულირდება პროდუქციის შეტანის საკითხები. დღეს, ასევე არსებობს ე.წ. გაყიდვების მიზნის მიღწევის შემთხვევაში დამატებითი პრემირება საცალო ქსელების. ეს არის ე.წ. "ქეშბექები" ეს ყველაფერი არის გაზრდილი მარჟები", - აცხადებს ლევან დავითაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორი კვირის წინ განაცხადა, რომ მთავრობა ბაზარზე სურსათის ფასების შემცირებისთვის ნაბიჯებს გადადგამდა. პრემიერმა ბიზნესები შეუსაბამოდ მაღალი ფასნამატისთვის გააკრიტიკა. საკითხზე კონკურენციის სააგენტომაც მოამზადა მოკვლევა, რომლის მიხედვითაც დისტრიბუციიდან საცალო მომხმარებლამდე მიღწევისთვის სასურსათო პროდუქტების ფასნამატი ხშირად 60%-80%-ის ფარგლებში იყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ფასების “რეგულირებისთვის” ახალი კანონპროექტის შემუშავება დაავალა, რისთვისაც უწყებამ რიტეილ სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან გამართა შეხვედრები. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საკითხის “მოგვარებას” ხელისუფლება გეგმავს კანონპროექტით, რომელიც ევროკავშირის მიერ 2019 წელს მიღებული დირექტივის (DIRECTIVE (EU) 2019/633) შესაბამისი უნდა იყოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი