მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სექტორმა სანქციებზე უფრო სწრაფ რეჟიმში უნდა მიიღოს ინფორმაცია - გოგუაძე

64843fe42a1ce
ნანუკა ნარიმანიძე
10.06.23 15:19
651

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა, ჯეიმს ო’ბრაიანმა Politico-ს მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის რისკებზე ისაუბრა.

მისი თქმით, თუკი 2022 წლის პირველ ნახევარში რუსეთისთვის დიდი შვიდეულის მიერ დაწესებული სანქციები განსაკუთრებულად მძიმე იყო, წლის მეორე ნახევარში გაჩნდა შემთხვევები, როდესაც მიკროჩიპები, მიკროსქემები და სხვა ელექტროტექნიკა, რუსეთის ფედერაციაში მესამე ქვეყნების გავლით ხვდება. ამ მხრივ ო'ბრაიანმა პრობლემურად რამდენიმე ქვეყანა მოიხსენია, მათ შორის საქართველოც. 

საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის გამგეობის წევრი, გიორგი გოგუაძე BMGTV-ის ეთერში ამბობს, რომ საქართველო არ არის სანქციების თავიდან არიდების ადგილი და მსგავსი ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.

“დღევანდელი მოცემულობით, არ არსებობს ფაქტი, რომ საქართველო რაიმე კუთხით თავს არიდებს საერთაშორისო სანქციებს. ჩვენი სახელმწიფო საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან თავსებადია, განსაკუთრებით, ორმაგი დანიშნულების პროდუქტის. ამ კუთხით აქტიური თანამშრომლობა მიდის, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტთან, ევროკავშირთან, ასევე სხვა მოკავშირე სახელმწიფოებთან. მეზობელ ქვეყნებში უკვე გვყავს სანქცირებული კომპანიები. მაგალითად: სომხეთში საკმაოდ ბევრი მონიტორია ჩართული, რომელიც ვაჭრობას და პროცესებს აკვირდება ”, - აღნიშნავს ის.

ამასთან, გოგუაძე კერძო სექტორის გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მთავარი გამოწვევა სანქციებთან დაკავშირებით განახლებადი ინფორმაციის სწრაფ რეჟიმში მიღებაა.

“ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი სიფრთხილეა საჭირო, კერძო სექტორმა უფრო სწრაფ რეჟიმში უნდა შეძლოს იმ განახლებების მიღება, რომელიც სანქციებთან არის დაკავშირებული. ამ საკითხზე ხშირად დაბნეულობაა და კითხვები ჩნდება, საჭიროა სანქცირებულთა სიის კონტროლი, რომელიც მუდმივად ახლდება. ამიტომ მიწოდების ჯაჭვში ჩართული აქტორები კარგად უნდა ფლობდნენ ინფორმაციას სანქციების შესახებ. აქ მთავარი მოთამაშე სახელმწიფო არ არის, არამედ კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ იმ პროცესის დაწყება, რომელიც შესაძლოა სანქცირებით დასრულდეს”, - განაცხადა მან "ანალიტიკაში" სტუმრობისას.

მისივე შეფასებით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უპრეცედენტოა, რადგან არცერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ 
მსგავსად სისტემური სანქციები აქამდე არასდროს ამოქმედებულა.