მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სექტორში დასაქმებულთა 65% თბილისშია თავმოყრილი - სხვა რეგიონებში სამუშაო ადგილების დეფიციტია

6299f29cdf4e3
BM.GE
03.06.22 21:18
1545
საქართველოს კერძო სექტორი 2022 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, 673,600 ადამიანს ასაქმებდა. წინა წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 50,900-ით, ანუ 8.1%-ით მეტია. დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, დასაქმების არათანაბარი განაწილების პრობლემა კვლავ ნარჩუნდება. 673,600 ადამიანიდან 436,900 დასაქმებული თბილისშია, რაც კერძო სექტორის სამუშაო ძალის 65%-ია.

რეგიონების მიხედვით, კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, სადაც ბიზნესი 56,700 ადამიანს ასაქმებს. ჯამურად, თბილისსა და აჭარაზე კერძო სექტორის სამუშაო ძალის 72% მოდის.

კიდევ ერთი საკითხია შემოსავლების მოცულობა. ყველაზე მაღალი - 1,610 ლარის საშუალო ხელფასი (საშემოსავლოს გამოკლებით ₾1,288) თბილისში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი რაჭა-ლეჩხუმშია, სადაც ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება თვეში 970 ლარია (საშემოსავლოს გამოკლებით ₾776). შესაბამისად იქმნება ვითარება, როდესაც ქვეყანაში კერძო სექტორის მიერ გაცემული ხელფასების უდიდესი ნაწილი თბილისის ეკონომიკაში ილექება. საქსტატის თანახმად, 2022 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორმა დასაქმებულებს სულ 2.89 მილიარდი ლარის ხელფასები გადაუხადა, საიდანაც 2.11 მილიარდის ხელფასები თბილისში გაიცა. ეს მთლიანი ანაზღაურებების 73%-ია.

უფრო დეტალურად კერძო სექტორში დასაქმების რეგიონული სტატისტიკა ასეთია: