საქართველოში კერძო სექტორის მიერ გაცემული ჯამური ხელფასების მოცულობა შემცირდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის მეორე კვარტალში კერძო სექტორის შრომითმა დანახარჯებმა 2.15 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 304 მილიონი ლარით, ანუ 12.4%-ით ნაკლებია.
ამასთან, საწარმოთა საქმიანობის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში 631.8 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.1%-ით ნაკლებია. მათ შორის დაქირავებულთა რაოდენობამ (იმ დასაქმებულების რაოდენობა, რომლებიც ხელშეკრულებით იღებენ ხელფასს) 599.5 ათასი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7.2%-ით ნაკლებია.
ცალკეული სექტორების მიხედვით, გაცემული ხელფასების მთლიანი რაოდენობის ცვლილება 2020 წლის მეორე კვარტლის განმავლობაში ასეთი იყო:
• სულ - კლება წინა წელთან შედარებით -304,0 მილიონი ლარი;
• სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - ზრდა წინა წელთან შედარებით 3,7 მილიონი ლარი;
• მრეწველობა - კლება წინა წელთან შედარებით -18,4 მილიონი ლარი;
• მშენებლობა - კლება წინა წელთან შედარებით -86,1 მილიონი ლარი;
• საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - კლება წინა წელთან შედარებით -47,8 მილიონი ლარი;
• ტრანსპორტირება და დასაწყობება - კლება წინა წელთან შედარებით -32,9 მილიონი ლარი;
• განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - კლება წინა წელთან შედარებით -29,9 მილიონი ლარი;
• ინფორმაცია და კომუნიკაცია - ზრდა წინა წელთან შედარებით 10,3 მილიონი ლარი;
• უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - კლება წინა წელთან შედარებით -6,4 მილიონი ლარი;
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - კლება წინა წელთან შედარებით -16,2 მილიონი ლარი;
• ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - კლება წინა წელთან შედარებით -24,7 მილიონი ლარი;
• განათლება - ზრდა წინა წელთან შედარებით 5,5 მილიონი ლარი;
• ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - კლება წინა წელთან შედარებით -9,6 მილიონი ლარი;
• ხელოვნება, გართობა და დასვენება - კლება წინა წელთან შედარებით -46,7 მილიონი ლარი;
• სხვა სახის მომსახურება - კლება წინა წელთან შედარებით -4,9 მილიონი ლარი.
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 1,175 ლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 65.5 ლარით ნაკლებია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს