მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სკოლებში იზრდება როგორც მოსწავლეების, ისე სწავლის საფასურის მოცულობა - GALT& TAGGART

5f202144ca156
ინგა მურუსიძე
28.07.20 19:00
1092
კერძო სკოლებში იზრდება, როგორც მოსწავლეების, ისე სწავლის საფასურის მოცულობა, - ნათქვამია საგანმანათლებლო სისტემის შესახებ GALT& TAGGART-ის კვლევაში. 

კვლევის თანახმად, ზოგადი განათლება ყველაზე დიდი ქვე-სექტორია ჯამური ჩარიცხვების 78%-ით (გარდა სკოლამდელი) და შემოსავლების 46%-ით.

„მოსწავლეების უმრავლესობა საჯარო სკოლებშია კონცენტრირებული. ამავდროულად, კერძო სკოლებში იზრდება, როგორც მოსწავლეების, ისე სწავლის საფასურის მოცულობა, რაც მომხმარებლის აღქმით, კერძო სკოლების მიერ ხარისხიანი განათლების მიწოდებას უკავშირდება“, - ნათქვამია კვლევაში.

ორგანიზაციაში მოლოდინი აქვთ, რომ კერძო სექტორის ზრდა გაგრძელდება, რასაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, ურბანიზაცია და პოზიტიური დემოგრაფიული ტენდენციები საშუალოვადიან პერიოდში.

„სექტორის საოპერაციო შედეგების გაუმჯობესებაზე პოზიტიური გავლენა ექნება ბაზრის მოთამაშეების გამსხვილებას. განათლების ხარისხი კვლავ პრობლემაა, თუმცა მოსალოდნელია, აკადემიური შედეგების გაუმჯობესება მასწავლებელთა ხელფასების დაგეგმილი ზრდისა და სხვა რეფორმების საფუძველზე“, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.