კომპანია "ქართული აგრო პროდუქტი", რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელს ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობასა და ხილ-ფაფების წარმოებას მართავს და ამავე დროს დასალევი ხილ-ბოსტნეულს "კეთილი და პატიოსანს“ აწარმოებს, მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე საკუთარი საწარმოო ხაზის გამართვას გეგმავს.
კომპანიის დირექტორი გიორგი ახალაძე BM.GE-სთან ამბობს, რომ ახალი ხაზის საინვესტიციო ღირებულება 970 000 ლარია და კომპანია წარმოების გამართვის შემდეგ წლიურად 18 მლნ ბოთლის წარმოებას შეძლებს. ამასთან, კომპანიამ "შეღავათიანი აგროკრედიტის" სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა, რა დროსაც სესხის პროცენტის 11% სახელმწიფო იხდის.
უნდა აღვნიშნოთ, რომ „ქართული აგრო პროდუქტი“ წარმოების გაფართოების პროექტის განხორციელებას 2021 წლის ბოლოსთვის გეგმავდა, თუმცა მსოფლიოში პანდემიის გამო შექმნილმა ლოგისტიკურმა და საწარმოო შეფერხებებმა ადგილობრივი წარმოება შეაფერხა.
„წარმოების გაფართოების გადაწყვეტილება საექსპორტო ბაზარებიდან მზარდი მოთხოვნის გამო გადავწყვიტეთ, თუმცა სექტემბრის შემდეგ საწარმოო დანადგარის გამოგზავნას ველით, შესაბამისად, დღეს „კეთილი და პატიოსანის“ წარმოება და ექსპორტი გაჩერებული გვაქვს. საქმე ის არის, რომ პანდემიის შემდეგ, ჩინეთი დანადგარების მწარმოებელ კომპანიებს საჭირო ნაწილებს, მათზე მოთხოვნის ზრდის გამო, დროულად ვერ აწვდის. დანადგარების ყველა მწარმოებელს ეს პრობლემა აქვს. ამიტომ თუ აქამდე დანადგარის მოწოდების ვადა ხელშეკრულებით 4 თვე იყო, შემდეგ ეს დრო 7 თვემდე გაიზარდა, ახლა კი გვეუბნებიან, რომ დანადგარი კარგ შემთხვევაში, შესაძლოა, ივლისში გამოიგზავნოს. თუ ასე მოხდება საწარმოო ხაზის გამართვას აგვისტოსთვის შევძლებთ“, - განმარტავს გიორგი ახალაძე.
დღეს „ქართული აგრო პროდუქტი“ დასალევ ხილ-ბოსტნეულს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, რადგან კომპანიას მზა პროდუქტის მხოლოდ 70 000 ცალი ბოთლი აქვს დარჩენილი. შესაბამისად, საექსპორტო ბაზრებიდან - აშშ-დან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად დღეს კომპანია, საექსპორტო ბაზრებს პროდუქტებით ვერ აწვდის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ