მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სამყაროში, სადაც ევროპელები 1000 კუბ/მ გაზში €2000-ს გადაიხდიან - მედვედევი

6215433a14c3b
თამთა ჯიჯავაძე
23.02.22 00:32
5766
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ევროპას გაზსადენ Nord Stream 2-ის შეჩერებით 1000 კუბური მეტრის მოცულობის გაზში 2000 ევროს გადახდა მოუწევს. ამის შესახებ მედვედევი „ტვიტერზე“ წერს.

„გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გასცა ბრძანება რომ შეჩერდეს Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირება. კარგი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სამყაროში, სადაც ევროპელები მალე 1000 კუბურ მეტრ გაზში 2000 ევროს გადაიხდიან“, - წერს მედვედევი.

Bloomberg-ის გამოთვლებით და ბოლო მონაცემებით, ამჟამად ევროპაში 1000 კუბური მეტრი გაზი 830 ევრო ღირს.

ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ ბუნებრივი აირის იმპორტის დაახლოებით 40% მოდის რუსეთზე. დანარჩენი კი ნორვეგიასა და ალჟირზე.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიამ გადადგა ნაბიჯები Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესის შესაჩერებლად. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მთავრობა იღებს ზომებს უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ.