მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კეთილსინდისიერ მოიჯარეებს მთავრობა მიწებს საბაზრო ფასად მიჰყიდის

5f06c99dedab0
ვიქტორია მღებრიშვილი
09.07.20 11:53
2016
მთავრობის გადაწყვეტილებით, საიჯარო პირობების პირნათლად შემსრულებელ პირებს მიწები საკუთრებაში საბაზრო ფასად და "ღვაწლის გათვალისწინებით" გადაეცემათ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

როგორც პრემიერმა განმარტა, მათ მიწები იმ ღვაწლის გათვლისწინებით გადაეცემათ, რომელიც წლების განმავლობაში ამ მიწებზე მუშაობაზე ჰქონდათ.

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადამიანები რომლებიც პირნათლად, წლების განმავლობაში ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, ისინი კომერციულ ფასად, მაგრამ პირდაპირი მიყიდვის წესით იმ მიწაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავენდნენ და რომელზეც ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი კულტურები მოჰყავთ სახელმწიფოსგან მიიღებენ საკუთრებაში. ეს იქნება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, რა თქმა უნდა საბაზრო ფასით, მაგრამ იმ ღვაწლის დაფასებით, რომელსაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ამ მიწაზე შრომით უფიქსირებდნენ და ახორციელებდნენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ და დასძინა: „მეორე მხრივ, ეს მისცემს საშუალებას ამ მოქალაქეებს უფრო გააფართოვონ, უფრო მეტი ფინანსური რესურსი მიიღონ საბანკო სექტორიდან და დაასაქმონ უფრო მეტი ადამიანი“.