ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ძირითადი მიზანი სახელმწიფო საწარმოების მოგებიანობის გაზრდაა. გასულ წელს სახელმწიფო საწარმოები ზარალის ნაცვლად, ჯამურად 376 მილიონი ლარის წმინდა მოგებაზე გავიდნენ. 2022 წლის 9 თვეში კი საქართველოს რკინიგზის მოგებამ 278 მილიონი ლარი შეადგინა.
“შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ყველაზე დიდი ფისკალური რეფორმაა ბოლო პერიოდში. მისი ძირითადი მიზანია სახელმწიფო საწარმოები გახდნენ ფინანსურად მდგრადი, მომგებიანი და შეეძლოთ საკუთარი საჭიროებების დაფინანსება ბიუჯეტის მხარდაჭერის გარეშე, და პირიქით, დივიდენდებს იხდიდნენ ბიუჯეტში
ამისთვის დამტკიცდა კორპორაციული მართვის კოდექსი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში დაინიშნა პროფესიული ნიშნით შერჩეული დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო, ასევე მომზადდა რეფორმის სტრატეგია,”- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა
ფინანსთა მინისტრის თქმით, უახლოეს კვირებში დამტკიცდება რეფორმის სტრატეგია და აგრეთვე, შემუშავდება საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები.
ცნობისთვის, სახელმწიფო საწარმოების სექტორი წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ზარალზე იყო. მაგალითად, 2020 წელს მათი ზარალი 756 მილიონი ლარი იყო, 2019 წელს 53 მილიონი ლარი, 2018 წელს კი 710 მილიონი ლარი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი