მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Kettari ოკუპაციაზე ქართული ფილმის ინვესტორი ხდება

6321cfbc52a22
BM.GE
13.09.22 14:38
670
საინვესტიციო ფონდი “კეტარის” განვითარების დირექტორის სერგი გვარჯალაძის განცხადებით, მათი დაფინანსებით ოკუპაციის თემაზე ფილმს გადაიღებენ.

“საქმიან დილაში” სტუმრობისას სერგი გვარჯალაძემ განაცხადა, რომ ეს ძალიან საინტერესო და დროული პროექტია და აღნიშნა, რომ ფილმს ქართველი რეჟისორი და სცენარისტი ეყოლება, ხოლო ოპერატორი უკრაინელი იქნება.

“ერთ-ერთი ფილმი ჩვენს მიერ იქნება ინვესტირებული. ეს ძალიან საინტერესო და დროული პროექტია. ეს არის ქართული პროექტი, რომელიც მთლინად ოკუპაციის თემას ეძღვნება, კერძოდ, ბორდერიზაციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც საქართველოში მოქმედი კომპანიისთვის. ვფიქრობთ, ძალიან სერიოზული პერსპექტივა აქვს. გადაწყვეტილებაც მივიღეთ, რომ ეს არ იქნება ერთი ფილმი, ის მოტივაცია გახდა ჩვენთვის და ეს იქნება სერია, რომელიც ომის თემას მიეძღვნება. სასიხარულო, ცხადია, ომში არაფერია, თუმცა ბოლო დღეებში ვხედავთ პოზიტიურ ცვლილებებს უკრაინაში. [ეს თემა] ძალიან მნიშვნელოვანია და ამას გავაგრძელებთ”, - აცხადებს გვარჯალაძე.