ბიზნესს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში საშემოსავლო გადასახადისგან 6 თვით გათავისუფლების ვადა, 1 ნოემბერს ეწურება. იქიდან გამომდინარე, რომ კრიზისული ფონი ქვეყანაში არ შეცვლილა, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გეგმავს მთავრობისგან საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება კიდევ 6 თვით ითხოვოს.
BAG-ის ამ იდეის მომხრეა გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტიც. იმისთვის, რომ ბიზნესები ლიკვიდური დარჩეს, ალექსანდრე რატიშვილის შეფასებით, ამ ტიპის საგადასახადო შეღავათის დაწესება აუცილებელია.
„მთავრობის გადაწყვეტილების გარდა კომერციულმა ბანკებმაც მოახდინეს 3 თვით ვალდებულებების შეჩერება და მათაც 3 თვის გასვლის შემდეგ აღადგინეს ვალდებულებების მიმდინარეობა, შესაბამისად ყველანაირი საგადახდო ტვირთი ისევ ისე გვაწევს ბიზნესს, როგორც პანდემიის დაწყებამდე იყო.
როცა საუბარია ეკონომიკის როგორმე გადარჩენაზე, ძირითადი აქცენტი, რასაც ვუსმენ, ტურიზმზეა გაკეთებული, რაც ბოლომდე ჩამოშლილია და გასაგებია, მაგრამ მარტო ტურიზმით არ არსებობს ეს ქვეყანა. ყველას უნდა ხელშეწყობა და ეს არის ჯაჭვური გადაცემის რეაქცია. ერთი ან ორი დარგი როგორც იწყებს შეჩერებას, მას მიჰყვება ბევრი სხვა დარგიც. ისინი, ვინც არ გავჩერებულვართ, მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ სამუშაო ადგილები, ჩვენც გვჭირდება დახმარება, მათ, ვინც ტუირიზმის დარგს არ წარმოვადგენთ.
ვიზიარებ სრულებით ბიზნეს ასოციაციის მოსაზრებას, რომ დამატებით, მიმდინარე მომენტში კიდევ არის საჭირო სერიოზული იმპულსი მთავრობისგან, რომ მოვახერხოთ გადავრჩეთ და ხვალ განვითარება შევძლოთ“-აცხადებს ალექსანდრე რატიშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ