მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიდევ ერთი ჩაკეტვა ბიზნესისთვის დამღუპველი იქნება - მალხაზ კუნელაური

605c9f881418f
ინგა მურუსიძე
25.03.21 21:00
978
კიდევ ერთი ჩაკეტვა ბიზნესისთვის დამღუპველი იქნება, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „რედკოს“ გენერალურმა დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა BMG-ს გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა.

მისი თქმით, ბიზნესი ახალ მთავრობასთან შეხვედრებს ელოდება არა ინდივიდუალურად, არამედ ერთად.

„ჩვენ შევასრულებთ ყველა რეკომენდაციას იმისთვის, რომ არ დაგვკეტონ. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ზაფხულის პერიოდი ჩავკეტოთ. თუ ასე მოხდა მთელი ის სექტორი გაკოტრდება, რომელიც ამდენი ხანია ქვეყნის ეკონომიკას აშენებს. მნიშვნელოვანია მეტი ჩართულობით, მეტი კომუნიკაციით, ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებები“, - აცხადებს კუნელაური.

ამასთან, "რედკოს" გენდირექტორი ამბობს, რომ ძირითადი პრობლემა არის ისევ და ისევ არსებული პანდემია, ეპიდემია, ვაქცინაციას ვერ ვახერხებთ იმ ტემპებში, როგორც საჭიროა.

„ეკონომიკა ვერ იხსნება იმ ტემპებში, როგორც აუცილებელია. ზამთრის სეზონი ჩავარდა. დაგვიანებით, მარტში გავხსენით ზამთრის კურორტებზე სეზონი, მაგრამ ამან მხოლოდ მცირე სტიმული მოგვცა, ისიც მხოლოდ შიდა გაქირავებით. შეზღუდვების კიდევ დაწესება ბიზნესისთვის დამღუპველი იქნება, რადგან ველოდებით ზაფხულის სეზონს კურორტებზე, იმისთვის, რომ ვიმუშაოთ. ქვეყანას სხვა რაიმე ისეთი მაკომპენსირებელი, რამაც შეიძლება იმუშაოს, არ გააჩნია.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მსხვილი სფერო არის ტურიზმი და მასზე მიბმული უამრავი დარგი, რომელიც ეკონომიკას ამუშავებს. თუ ზაფხულში კურორტები ჩავკეტეთ, წლევანდელი წელი ძალიან რთული იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან რთულია ინფიცირებულთა რაოდენობის პროგნოზირება, მართვა იოლი არ არის, მაგრამ ჩვენ, როგორც ბიზნესი, ეკონომიკის ამშენებელი დარგი, გვჭირდება გათვლა, რომ არ დაგვკეტავენ“, - განაცხადა კუნელაურმა.

შეგახსენებთ, მთავრობა შეზღუდვების შესაძლო გამკაცრებაზე უკვე ალაპარაკდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, ვინაიდან საქართველოს რამდენიმე რეგიონი წითელი ზონის მიმართულებით აქტიურად მიიწევს წინ, კერძოდ იმერეთი, გურია და თბილისი.