საქართველოს ეროვნულის ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა, სადაც ცენტრალური ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ქრიმ ფინანს ჯეორჯიას“, ანუ "კრედიტონ ჯის" რეგისტრაციის გაუქმებისა და ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ აცხადებს. აღნიშნული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარსულში ონლაინსესხების გაცემით იყო დაკავებული.
2020 წელი "ქრიმ ფინანს ჯეორჯიამ" 1.4 მილიონის ზარალით დაასრულა. 2019-ში კომპანიის ზარალი 1.1 მილიონი ლარი იყო, ასევე 1.1 მილიონის ზარალი ჰქონდა კომპანიას 2018-ში, 2017-ში კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ზარალი 4.5 მილიონ ლარს შეადგენდა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარი უკვე რამდენიმე წელია, მნიშვნელოვან გარდაქმნას გადის, რაც 2017 და 2018 წლებში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირდება. კერძოდ, 2017 წელს მიღებული კანონით ქვეყანაში აიკრძალა 100%-ზე უფრო მაღალი ეფექტური წლიური განაკვეთის მქონე სესხების გაცემა, 2018-ში კი საპროცენტო განაკვეთების ჭერი 50%-მდე შემცირდა. ამ ცვლილების გაცხადებულ მიზანს ქვეყანაში ვალაუვალობის რისკების თავიდან აცილება წარმოადგენდა. ონლაინგამსესხებლების უდიდესი ნაწილი ბაზრიდან 2018-2019 წლებში გავიდა, შემცირების პროცესი გაგრძელდა 2020 წელსაც. მთლიანობაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში 10 მისოს ლიკვიდაცია დაიწყო.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს ბაზარზე 39 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს. ამჟამად მისოებისთვის ყველაზე მიმზიდველ მიმართულებას სალომბარდე სესხები წარმოადგენს, რომლის პორტფელიც მათი მთლიანი სესხების 45%-ს შეადგენს.
2020 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით, აქტივების ზომის თვალსაზრისით უმსხვილესი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “რიკო ექსპრესი” იყო, რომლის აქტივებიც 444 მილიონ ლარს, მთლიანი სასესხო პორტფელი კი 292 მილიონ ლარს შეადგენს. სასესხო პორტფელის ზომით კი ბაზრის უმსხვილესი მოთამაშე "კრისტალია", რომლის ჯამური სესხებიც 312 მილიონი ლარია.
ჯამურად, მიკროსაფინანსო აქტივები 2020 წლის მეოთხე კვარტალისთვის 1.47 მილიარდ ლარს შეადგენდა. 2020 წელი სექტორმა 45 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელი 1.1 მილიარდი ლარია, მათ შორის 519 სალომბარდე სესხები, 265 მილიონი სამომხმარებლო სესხები, 200 მილიონი ვაჭრობის ფინანსირების სესხები, 99 მილიონი კი ბიზნესსესხებია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ