მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საია პარასკევობით 4-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდა - განცხადება

5e55718b5623b
BM.GE
26.02.20 00:00
2380
საია პარასკევობით 4-საათიან გრაფიკზე გადადის! ასევე, შუადღის შესვენებას 8-საათიან სამუშაო დღეში თვლის. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

"საია ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე და მიიჩნევს, რომ ეს გუნდის პროდუქტიულობასა და მოტივაციას გაზრდის, რათა კიდევ უფრო უკეთ შევძლოთ თქვენი უფლებების დაცვა", - წერია საია-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოში რამდენიმე კომპანიამ სამუშაო საათების და დღეების რაოდენობა შეამცირა. ერთ-ერთი პირველი კომპანია Insource-ი იყო, რომელიც 4-დღიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდა.