მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიდევ ერთი ტურისტული სააგენტო გაკოტრდა

5d91abce93114
მიხეილ ხაჩიძე
30.09.19 22:40
1997
გერმანულმა ტუროპერატორმა Tour Vital-მა გაკოტრების შესახებ გამოაცხადა. კომპანიამ, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ცნობილ ბრიტანულ Thomas Cook-ს ეკუთვნოდა, ოფიციალური განცხადება საკუთარ ვებ-გვერდზე გაავრცელა, მანამდე კი განცადებით კიოლნის სასამართლოს მიმართა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამოგზაურო სააგენტოს გადახდისუნარიანობა აღარ გააჩნია.

ამ დროისთვის ტუროპერატორმა სამოგზაურო პაკეტების გაყიდვა შეაჩერა. Thomas Cook-მა Tour Vital 2018 წელს ჰოლანდიელ ფინანსურ ინვესტორს მიჰყიდა, თუმცა ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა ბოლო წუთამდე გრძელდებოდა.
 
შეგახსენებთ, რომ ცნობილმა ბრიტანულმა ტურისტულმა კონცერნმა Thomas Cook-მა გაკოტრების შესახებ 23 სექტემბერს გამოაცხადა. მსოფლიოში პირველი ტურისტული კომპანია Thomas Cook AG 1841 წელს დაარსდა. კონცერნს მსოფლიოს მასშტაბით, 16 ქვეყანაში 21 000 თანამშრომელი ჰყავდა.