მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიდევ გაძვირდება თუ არა ბათუმში უძრავი ქონება?

647ec9d11f6c0
თათია ჩაფიჩაძე
07.06.23 00:05
1375
დეველოპერული კომპანია Elt building-ის კომერციული დირექტორის ვალერი გურგენიძის მოსაზრებით, ბათუმის უძრავ ქონებაზე არსებული ფასები შენარჩუნდება. როგორც მან bmg- თან განაცხადა, მაღალი ფასი მომგებიანია როგორც ინვესტორებისთვის, ისე ადგილობრივებისა და ბიზნესისთვის.

მთავარი რისკი, კი რომელსაც კომპანიაში უძრავი ქონების ბაზრის განვითარების თვალსაზრისით ხედავენ, აპარტამენტების ჭარბ მიწოდებას უკავშირდება.

„ფასების ზრდას ორი განსხვავებული მიზეზი აქვს. ერთი ის, რომ რეალურად გაძვირდა მშენებლობა, თვითღირებულება ყველა კომპანიას გაუძვირდა, თუმცა აქვს ირიბი ფაქტორებიც, რაც რეგიონში ომმა გამოიწვია. მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა და ამან გამოიწვია ფასის ზრდაც, თუმცა მე ვთვლი, რომ ფასის სეგმენტი, რაც ახლა უკავია ბათუმს, შენარჩუნებადია. ზრდის პროგნოზირება ამ ეტაპზე ძალიან რთულია, თუმცა ინვესტორებისთვისაც, მესაკუთრეებისთვისაც, ბათუმის მოსახლეობისთვის, კერძო მცირე ბიზნესისთვის ამ ფასის შენარჩუნება, ძალიან მომგებიანი იქნება.

მთავარი პრობლემა, რომელიც შეიძლება გაჩნდეს 2-3 წლიან პერსპექტივაში არის ჭარბი მიწოდება სასტუმროს ტიპის აპარტამენტების, რომელიც ბათუმში აქტიურად ვითარდება. ამ რისკების დასაზღვევად აქტიურ მოლაპარაკებებში ვართ საერთაშორისო მმართველ კომპანიებთან, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ამ ტიპის აპარტამენტების და სერვისი მიწოდების მხრივ. ჩვენ საკმაოდ დიდი თანხის ინვესტირებას ვახორციელებთ ამ მხრივ, ეს არის ერთგვარი გარანტიის მიცემა და დაზღვევა ჩვენი ინვესტორებისთვის, ჩვენთვისაც, რომ ჩვენი გაცემული დაპირება იქნება შესრულებული.“- განაცხადა გურგენიძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ ინტერვიუსას.

ამ ეტაპზე კომპანიას აჭარის უძრავი ქონების ბაზარზე 80 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომავალ თვეში „ელთ ბილდიმნგი“ თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით პრეზენტაციას გამართავს.

„ამ წუთისთვის კომპანიას 80₾ მლნ-ზე მეტი აქვს მხოლოდ ბათუმის ახალ ბულვარში განხორციელებული. ორი დასრულებული, სამი მიმდინარე პროექტი გვაქვს და ასევე სამი სამომავლო პროექტი, რომელიც წლის ბოლოს დაანონსდება. ამას გარდა, ამ წლის ზაფხულში შევდივართ თბილისის ბაზარზე. ეს იქნება ჩვენი პირველი დიდი პროექტი, ივლისიდან თბილისში შემოგთავაზებთ დიდ პრეზენტაციას იგივე კვარტლის კონცეფციით, რაც ბათუმში გვაქვს. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ადამიანების ცხოვრების სტილზე, დატვირთული ინფრასტრუქტურით და მრავალფეროვანი სერვისებით,“ - აცხადებს გურგენიძე.