მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიდევ გაძვირდება თუ არა უძრავი ქონება? - „არქის“ განმარტება

6310c88114cf6
თათია ჩაფიჩაძე
01.09.22 20:35
1419
კომპანია „არქის“ გენერალური დირექტორის შიო ხეცურიანის განცხადებით, პანდემიის და ომის გამო მშენებლობის თვითღირებულება 15-20%-ით გაიზარდა, რაც გასაყიდი უძრავი ქონების ფასზე 12-13%-ით აისახა.

„საქმიანი დილას“ ეთერში ხეცურიანმა აღნიშნა, რომ მასალებზე ფასის ზრდის გამო გასაყიდი ბინების ფასი კიდევ გაიზრდება.

რაც შეეხება გაყიდვების მაჩვენებლებს ზაფხულის განმავლობაში, კომპანიაში აცხადებენ, რომ მოთხოვნა მაღალი ნარჩუნდება, უმეტესად კი ბინებს ადგილობრივი ან უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ.

„ბაზარი სტაბილურია და ვითარდება. „არქი“ ბინებს ისეთ მდგომარეობაში აბარებს, რომ რემონტს და აღჭურვას საჭიროებს, ამიტომ უმეტესად ჩვენს პროექტებში ბინებს საქართველოში მცხოვრები პირები, ან ემიგრანტები ყიდულობენ. რუსეთის ან სხვა ქვეყნების მოქალაქეებიდან ასეთი ტიპის ბინებზე მოთხოვნა ჯერ-ჯერობით არ ფიქსირდება.

რაც შეეხება ღირებულებას, პანდემიის და ომის გამო მშენებლობის შემადგენელი კომპონენტების ნაწილის თვითღირებულება 15-20%-მდე გაიზარდა, რამაც გასაყიდი ფასები 12-13%-ით გაზარდა. ჩვენ თბილისის თითქმის ყველა უბანში პროექტი გვაქვს და მაგალითაც თამარაშვილზე მისი გასაყიდი ფასი, 1 500-1 600 დოლარია, ვარკეთილში 600-650 დოლარი, დიდ დიღომში 700 და ზემოთ, საბურთალოზე ჯიქიაზე, ნუციბიძეზე 900 დოლარი და ზემოთ. თუ თვითღირებულება გაიზრდება სავარაუდოა, რომ ჩვენც ფასის ზრდა მოგვიწევს“ - განაცხადა ხეცურიანმა.