მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კიდევ კარგი ნავთობთან არ ვართ იმდენად დაკავშირებული" – ქართველი მულტიმილიონერი ნავთობის კრიზისზე

5eb6b7b8b8159
თამთა ჯიჯავაძე
13.05.20 00:10
1580
კიდევ კარგი ნავთობთან არ ვართ იმდენად დაკავშირებული, – ამის შესახებ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, დავით იაკობაშვილმა Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ნავთობის ბაზრის კრიზისზე საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, მისი საქმიანობა უფრო მეტად დაკავშირებულია ნავთობპროდუქტებთან. 

„ჩვენ ნავთობის პროდუქტებზე ვართ გადართული და ვმუშაობთ მაგაზე. როგორც ხედავთ მოწოდება არსებობს, თუმცა ყველაფერი გაჩერებულია და მინიმუმ 30%-ით, თუ ავიღებთ ავიაციაში უფრო მეტად, ყველაფერი გაჩერებულია და თუ გაქვთ იმდენი საქონელი, სად უნდა შეინახოთ.. კონტრაქტებს ვერ გააჩერებს, დამუშავებას ვერ გააჩერებ, ამაშია საქმე... მთელი საწყობები და კონტეინერები სადაც შეგიძლიათ შეინახოთ ნავთობი, გავსებულია. ამიტომაც საჭიროა რომ პირიქით ფული გადაიხადო რომ წაიღონ, ვიდრე შეინახო, წყალში ხომ არ გადაასხამ...“, – განაცხადა დავით იაკობაშვილმა.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ამ მდგომარეობიდან ბაზარი მას შემდეგ გამოვა, რაც ამუშავდება მაგალითად ავიასექტორი.

„გააჩნია როდის დაიწყებს ავიაცია მუშაობას. ჩინეთიც დაიწყებს მუშაობას, ინდოეთიც, ამერიკაც, ნელ-ნელა, მაგრამ ეს გაგრძელდება 1-2 წელიწადს, ჩვენ მაინც გვექნება სიძნელეები. თუ შესაძლებელია რომ შეინახო და შეინარჩუნო რაც გაქვს და მერე როგორღაც განავითარო სხვა დონზე... ახლა ამის საფუძველზე ბევრი კომპანია გაკოტრდება“, – აღნიშნა იაკობაშვილმა Forbes Talks-ში.

აღსანიშნავია, რომ დავით იაკობაშვილის ქონება Forbes-ის მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობით, 750 მილიონ დოლარს შეადგენს. ის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენებს შორის ქონების სიდიდის მიხედვით 136–ე ადგილზეა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მას რუსეთში ძირითადად სოციალური პროექტები აქვს. დავით იაკობაშვილი 2003 წლიდან მონაკოში ცხოვრობს.