მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიევის მერი აცხადებს, რომ უკრაინის დედაქალაქში რუსი სამხედროები აღარ არიან

621b7c8eb4978
BM.GE
27.02.22 17:24
648
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ უკრაინის დედაქალაქში რუსი სამხედროები აღარ არიან. ინფორმაციას CNN კიევის მერის "ინსტაგრამზე" დაყრდნობით ავრცელებს.

"მთელი ღამის განმავლობაში იყო შეტაკებები. განადგურებულია რამდენიმე დიდი დივერსიული ჯგუფი"– ამბობს კლიჩკო.

მისივე თქმით, 9 მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი, გარდაცვლილია მას შემდეგ, რაც რუსეთი კიევში შეიჭრა. ასევე დაღუპულია 18 უკრაინელი სამხედრო.

"კომენდანტის საათი ხვალ დილამდე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის დავაწესეთ. არ გახვიდეთ გარეთ. ეს მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ, თუ განგაშის სიგნალი ჩაირთვება, ამ დროს თავშესაფარში უნდა წახვიდეთ",– ამბობს ვიტალი კლიჩკო.