მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიევში 2-დღიანი კომენდანტის საათი ამოქმედდება

623078bc99b65
ვიქტორია მღებრიშვილი
15.03.22 15:32
1141

კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსეი კულებას ინფორმაციით, კიევის ოლქში 15 მარტიდან 17 მარტამდე კომენდანტის საათი ამოქმედდება.

„კიევის ოლქში სრულად 15 მარტის 20:00 საათიდან 17 მარტის 07:00 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდება“, - განაცხადა მან.

ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს მოუწოდა, ქუჩაში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში გასვლისგან თავი შეიკავონ. „ეს იძულებითი ზომაა, რომლის მიზანი რეგიონის მცხოვრებლების დაცვაა. გთხოვთ, ყველა მოემზადოთ, რათა უახლოესი დღენახევარი თქვენს ადგილსამყოფელში ან თავშესაფარში გაატაროთ. ხელისუფლება და საოლქო სამსახურები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ყველაფერს გააკეთებენ“, - განაცხადა ალექსეი კულებამ.

Unian-ი კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ დედაქალაქში 15 მარტის საღამოდან ხუთშაბათის დილამდე კომენდანტის საათი ამოქმედდება.