მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიევში კომენდანტის საათი ცხადდება

6217aaeabfcb5
BM.GE
24.02.22 19:53
1155
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო უკრაინის დედაქალაქში კომენდანტის საათის შემოღებას აანონსებს. როგორც CNN იტყობინება, შეზღუდვები გადაადგილებაზე ადგილობრივი დროით 10 საათზე უნდა დაიწყოს და დილის 7 საათამდე გაგრძელდეს. ინფორმაცია კლიჩკოს ოფიციალურ FACEBOOK გვერდზე გავრცელდა. 

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომენდანტის საათის დროს არ იმოძრავებს. მეტროს სადგურებიც მხოლოდ თავშესაფრად იქნება გამოყენებეული 24/7–ზე.  ვთხოვთ კიეველებს დროულად დაბრუნდნენ სახლებში. თუ ამ პერიოდში გადაადგილება დაგჭირდათ, როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის კომპანიების თანამშრომლებს, თან უნდა იქონიოთ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები",– წერს ვიტალი კლიჩკო.

შეგახსენებთმ 24 თებერვალს დილით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. დაიბომბა რამდენიმე ქალაქი. არის მსხვერპლი. უკრაინამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.