კომპანია “ინშაათ საქართველო” კიკვიძის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზებს განმარტავს. როგორც კომპანიის ხელმძღავანელი შოთა ბაღათურია ამბობს, პროექტის ცვლილების გამო ადგილზე სამუშაოების შესრულება გართულდა, რამაც ვადების გაჭიანურება გამოიწვია. ბაღათურიას თქმით, კომპანია ვადაგადაცილების გამო ჯარიმებსაც იხდის.
“მუნიციპალიტეტმა პროექტის გაუმჯობესების მიზნით გადაწყვეტილება მიიღო და პროექტში კორექტირება შეიტანა. სამუშაო ტიპი შეიცვალა და უფრო გართულდა. შესაბამისად, მას სხვანაირი მიდგომა სჭირდება და სხვა პერიოდი. ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, იმის გათალისწინებით, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადას გადავაცილეთ, ჯარიმების გადახდის პერიოდში ვართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამუშაოებს ინტენსიურად ვაგრძელებთ…ბრალეული აქ არავინ არ არის, არის გარემოება, რომელიც პირველ რიგში მოსახლეობის ინტერესებშია, შემდეგ მერიის და შემდეგ ჩვენი. ჩვენც გვინდა, რომ რასაც ვაკეთებთ ხარისხიანად და კარგად გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმების გადახდა გვიწევს“-ამბობს კომპანია “ინშაათ საქართველოს” წარმომადგენელი შოთა ბაღათურია.
შეგახსენებთ, კიკვიძის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის აპრილში დაიწყო, რომლის დასრულებაც ხელშეკრულებით 225 დღეში იგეგმებოდა. ამის შემდეგ ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და მისი დასრულება 2019 წლის 30 ნოემბრამდე გადავადდა. კიკვიძის ბაღის რეაბილიტაციაში კი თბილისის მუნიციპალიტეტის მერია 4.9 მილიონ ლარს ხარჯავს.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი