მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიმ კარდაშიანი Forbes-ის მილიარდერთა სიაშია

606d5db2c4475
თათია კაკიაშვილი
07.04.21 20:03
947
კიმ კარდაშიან-უესტი მილიარდერთა ელიტარულ კლუბს შეუერთდა. Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება ამ დროისთვის 1 მილიარდი დოლარია. ამის შესახებ BBC წერს.

კარდაშიანმა ქონების დაგროვება კოსმეტიკის და ტანსაცმლის ხაზით, ასევე სატელევიზიო შემოსავლებით და ინვესტიციებით მოახერხა. ამით ის მსოფლიოში უმდიდრეს 2755 ადამიანს შორის მოხვდა, რომლის სათავეშიც Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია 177 მილიარდი დოლარის შემოსავლით.

Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში სხვა ამერიკელებს შორისაა გაცნობის აპლიკაცია Bumble-ის დამფუძნებელი უიტნი ვოლფ ჰერდი ($ 1.3 მილიარდი დოლარის ქონებით), კინორეჟისორი ტაილერ პერი ($ 1 მილიარდი დოლარით) და მირიემ ეიდელსონი ($ 38.მილიარდი დოლარით), რომელიც კაზინოს მაგნატის შელდონ ადელსონის ქვრივია.

რაც შეეხება კარდაშიანის მეუღლე კენიე უესტს, მილიარდერთა სიაში ისიც გვხვდება 1.8 მილიარდი დოლარის შემოსავლით, თუმცა 2020 წლის მაისის შემდეგ Forbes-ის მიერ დასახელებულ უმდიდრეს ადამიანებში აღარ არის კარდაშიანის ნახევარდა - კაილი ჯენერი, რომელიც ასევე კოსმეტიკური ბიზნესის მფლობელია.