მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიმ კარდაშიანმა KKW Beauty-ს წილი COTY-ს $200 მილიონად მიჰყიდა

5f02c997c2ab0
ნათია თაქთაქიშვილი
06.07.20 11:23
1052
კიმ კარდაშიანმა თავისი კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია KKW Beauty-ს 20% კონგლომერატ Coty-ს 200 მილიონ დოლარად მიჰყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

კიმ კარდაშიანის და Coty-ს ერთობლივი განცხადების მიხედვით, კომპანიები პროდუქციის გლობალურ გავრცელებაზე იქნებიან ორიენტირებულები.  

"ერთად ფოკუსირებული ვიქნებით სილამაზის პროდუქტების ახალი საშუალებების შექმნასა და უკვე არსებული ხაზების უფრო გლობალურ გავრცელებაზე", – წერია განცხადებაში.

20%-იანი წილის გაყიდვის შემდეგ კიმ კარდაშიანი მაინც კომპანიის მთავარ მფლობელად რჩება – მას 72%-იანი წილი აქვს. დარჩენილი 8% კი, კარდაშიანის დედას კრის ჯენერს ეკუთვნის.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს კარდაშიანების და ჯენერების ოჯახის მეორე თანამშრომლობაა Coty-სთან. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, კაილი ჯენერმა Kylie Cosmetics-ის 51% კონგლომერატ "Coty"-ის 600 მილიონ დოლარად მიჰყიდა.