13-18 ოქტომბერს, 21:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ეზოში, უტა ბერიას სადებიუტო ფილმის – „უარყოფითი რიცხვების“ ჩვენებები ჩატარდება.
როგორც BM.GE-ის თიბისიდან აცნობეს, კინო ჩვენება თიბისისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით გაიმართება და ჩვენებებს, რეგულაციების სრული დაცვით, ყოველდღიურად მხოლოდ 150 ადამიანი დაესწრება.
„ფილმის მსოფლიო პრემიერა საფრანგეთში, არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. საქართველოში ფართო აუდიტორიამ ის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2019 წელს იხილა. ფესტივალზე „უარყოფით რიცხვებს“ ორი ჯილდო ერგო: ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და ევროკავშირის წარმომადგენლობის პრიზი - „ადამიანთა უფლებები კინოში“.
”უარყოფითი რიცხვები“ რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმია. სიუჟეტი არასრულწლოვან ვაჟთა დაწესეულებაში ვითარდება, სადაც რაგბის ვარჯიშები ინიშნება და პატიმრებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გაჯანსაღება იწყება. ფილმის მთავარ გმირ ნიკას, მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის არჩევანის გაკეთება უწევს“, - აღნიშნავენ თიბისიში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ: tkt.ge
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?