მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კინოკომპანია Warner Bros-ს რუსეთის ბაზარზე დაბრუნება სურს

626aa6a519247
მარიამ ადამია
28.04.22 18:45
2226
კინოკომპანია Warner Bros, რომელმაც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთში პრემიერების დისტრიბუცია მარტის დასაწყისიდან შეაჩერა, დღეს ბაზარზე დაბრუნების სურვილს გამოთქვამს. ამის შესახებ Deadline, Warner Bros-ის პრეზიდენტის, ენდრიუ კრიპსის კომენტარზე დაყრდნობით იუწყება.

კრიპსის თქმით, რუსეთში დაბრუნების საკითხს პანელური დისკუსიის ფარგლებში, კინოკომპანია Legendary Entertainment-ის წარმომადგენელთან და რეჟისორთან, დენი ვილნევთან განიხილავს.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ყველამ, გაურკვევლობის რეჟიმში ცხოვრება და მუშაობა ვისწავლეთ. შესაბამისად, ახლაც, ვიმედოვნებთ, რომ ამ მდგომარეობიდანაც არსებობს გამოსავალი. მე არ ვიცი, შექმნილი ვითარება როგორ უნდა დარეგულიდეს, თუმცა ვიცი ის, რომ ჰოლივუდის ფილმები ქვეყანაში(რუსეთში) არ გადის, რაც კომპანიისთვის პანდემიის შემდეგ დამატებითი ზარალია,”- განაცხადა Warner Bros.-ის პრეზიდენტმა.

ინფორმაციისთვის, კინოსტუდია Warner Bros.-მა, 1 მარტს რუსეთში მათი ფილმების გაქირავებაზე უარი თქვა; ამის გამო ქვეყანაში ახალი ფილმი "ბეტმენი" არ გავიდა.