საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC) ქვეყანაში მოქმედ ინტერნეტ პროვაიდერებს მოუწოდებს მოქმედი რეგლამენტის შესაბამისად მიიღონ ზომები იმ 100-მდე ვებგვერდის შესახებ, რომლებიც პირატულ კონტენტს ავრცელებენ. როგორც ცნობილია ეს ვებსაიტები "სილკნეტის" ინტერნეტ ქსელში უკვე დაბლოკილია. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გვინდა, ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში გავრცელებულ საკითხს გამოვეხმაუროთ გარკვეულ ვებგვერდებთან წვდომის შეზღუდვაზე, რათა საზოგადოებას და ჩვენს მომხმარებელს განვუმარტოთ იმ პრობლემატიკის შესახებ, რაც ესოდენ ნეგატიურად აღიქმება.
მოხდა კონკრეტული ვებგვერდების დაბლოკვა. ეს ის გვერდებია, რომლებიც არალეგალურად ახდენდნენ იმ კონტენტის, კერძოდ ფილმების და სერიალების გავრცელებას, რაშიც კომპანიები, მათ შორის სილქნეტი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე კანონიერად და პასუხისმგებლიანად, ყოველწლიურად, მილიონობით ინვესტიციებს ახორციელებენ. ის ვებგვერდები კი, რაც დაიბლოკა, ახდენდნენ ჩვენს მიერ ოფიციალურად მოპოვებულ ფილმებისა და სერიალების არალიცენზირებულად გავრცელებას მომხმარებელზე. ეს ხდებოდა ყველანაირი კანონის დარღვევით, ბიუჯეტში გადასახადების თავის არიდებით. მსგავსი ქმედებები აზარალებს როგორც ბიზნესს, ასევე ჩვენს ქვეყანას.
ვწუხვართ, რომ მომხმარებელს შეექმნა დისკომფორტი, იმის გამო, რომ ვეღარ ახორციელებს ამ ვებგვერდებთან წვდომას. გვინდა, მივმართოთ როგორც ჩვენს მომხმარებელს, ასევე მთელს საზოგადოებას და განვუმარტოთ, რომ ეს ვებგვერდები მიეკუთვნება პირატული, სახელმწიფოს გადასახადების გვერდის ავლით მოქმედ პირებს. ვიმეორებთ: ეს პირდაპირ აზიანებს ჩვენს კომპანიას და ქვეყნის ეკონომიკას.
იმ პირობებში, როდესაც სილქნეტი იგივე კონტენტის (ფილმების და სერიალების) მოპოვებისთვის მილიონობით ლარს იხდის, რომ მომხმარებელს მიაწოდოს ლიცენზირებული კონტენტი, პირატული ვებ გვერდები მომხმარებელს აწვდიან არალიცენზირებულ კონტენტს. მსგავსი გარემოება ქმნის იმ წინააღმდეგობრივ სიტუაციას, სადაც, ერთი მხრივ, არის კომპანია მაღალი ხარისხის ლიცენზირებული კონტენტით და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის ბიუჯეტში შეტანილი გადასახადებით და მეორეს მხრივ - პირატული ვებ გვერდები, რომელთა უკან ბიუჯეტში გადასახადების გვერდის ავლით მოქმედი უპასუხისმგებლო მხარე დგას.
ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ, საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, გავაკეთეთ განცხადება და მივმართეთ მარეგულირებელ კომისიას, რათა გაემკაცრებინა რეგულაციები ამ კუთხით. ამის პარალელურად, მივმართეთ საზოგადოებას თხოვნით, რომ ერთად აგვემაღლებინა ხმა სხვათა უფლებების დასაცავად და ამით ჩვენს საზოგადოებაში დაგვემკვიდრებინა ისეთი ღირებულებები, როგორიც საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვაა. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც პატივს ვცემთ და ვიცავთ ინტელექტუალურ საკუთრებას.
საქართველოს ბაზარზე ჯერ კიდევ მოქმედებდნენ ვებგვერდები, სადაც კინოპროდუქციის გავრცელება არალეგალურად მიმდინარეობდა. აღნიშნულ საიტებს, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტულ ფილმებზე არ ქონდათ მოპოვებული კინოდისტრიბუციის უფლება, მაშინ როცა, ისეთი კომპანიები, როგორიც სილქნეტია, მილიონობით ლარს ხარჯავენ ექსკლუზიური კონტენტის და ფილმების შესაძენად. სწორედ ეს საიტები დაიბლოკა სილქნეტის მიერ ზემოთ აღნიშნული მიზეზით.
გვინდა, მაქსიმალურად ღია ვიყოთ საზოგადოებასთან და ჩვენს მომხმარებელთან. ჩვენ კამპანიის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ ამ ინდუსტრიას დასჭირდება დიდი და რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, რომ კანონი გახდეს გარანტი და დაინერგოს ეფექტური მექანიზმები, რათა სწრაფად მივუახლოვდეთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, როგორიცაა ქვეყნის შიგნით საავტორო უფლებების დაცვა და არალეგალური კონტენტის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინსტრუმენტების შექმნა.
კომპანია სილქნეტი არალეგალური ფილმების გავრცელების წინააღმდეგ კამპანიას აგრძელებს. ჩვენ, ჩვენი ბიზნეს პასუხიმგებლობის ფარგლებში, მომხმარებელს ვთავაზობთ მხოლოდ ლიცენზირებულ პროდუქციას. ერთად შევქმნათ ისეთი ინტერნეტ სივრცე, სადაც მხოლოდ ლეგალური და ლიცენზირებული ფილმები გავრცელდება.
ინფორმაციისთვის, განვმარტავთ და ვადასტურებთ, რომ ამ მოძრაობის ფარგლებში, დაიბლოკა კონკრეტული ვებ გვერდები, რომლებიც არალეგალურად აწარმოებდნენ არალიცენზირებული კონტენტის გავრცელებას და წარმოგიდგენთ ამ ვებ გვერდების ჩამონათვალს,"- ნათქვამია განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა