მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Kinza - ქართული რესტორანი ესპანეთში 4 ფილიალით

61962ddb688ae
მარიამ იზორია
23.11.21 09:00
2092
Kinza ქართული რესტორანია, რომელსაც ესპანეთში უკვე ოთხ ფილიალი აქვს - ორი ბარსელონაში, თითო-თითო კი მადრიდსა და კასტელდეფელსში. რესტორანი ქართული კერძების გარდა პოპულარიზაციას ქართულ ცეკვებსა და ტრადიციებს უწევს.

როგორც Kinza-ს წარმომადგენელი კახა წიგნაძე bm.ge-სთან აღნიშნავს, პირველი რესტორანი ბარსელონაში სამი წლის წინ გაიხსნა.

„სამი წლის წინ, როდესაც Kinza-ს პირველ ფილიალს ვხსნიდით, მთავარი სირთულე კადრების მოძიება და ის მცირე ინფორმაცია იყო, რომელიც ესპანელ მომხმარებელს ქართული სამზარეულოს შესახებ ჰქონდა. მოკლე დროში კი მოვახერხეთ ის, რომ ქართული სამზარეულო უამრავი ესპანელის ფავორიტია; სტუმრების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობაა, ასევე ჩვენი ხშირი მომხმარებელი რუსი, უკრაინელი, სომეხი მოქალაქეები და, რა თქმა უნდა, ქართველი ემიგრანტები არიან.

უცხოელებს Kinza ძალიან მოსწონთ, ხშირად აქ დაბადების დღეებს, ქორწილებს და სხვადასხვა დღესასწაულს აღნიშნავენ“, - ამბობს კახა წიგნაძე.

კომპანიის წარმომადგენელი Kinza-ს გეგმებზეც საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, ესპანეთის ათვისების შემდეგ ქართული რესტორნის ფილიალები ევროპის სხვა დიდ ქალაქებშიც გაიხსნება.

ამჟამად, ქართული რესტორანი 60-მდე ადამიანს ასაქმებს.