მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კითხვები ბუნებრივია რჩება, რადგან ეს მუშა პროცესია“ - დავით მირცხულავა CFD-მექანიზმს აფასებს

6373894fec6e9
ვიქტორია მღებრიშვილი
15.11.22 17:40
714
დიდი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე დავით მირცხულავა მთავრობის მიერ ენერგოსექტორისთვის წარდგენილ განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალ სქემას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს სქემა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც უწყების ხელმძღვანელებმა დარგს CFD მექანიზმი წარუდგინეს.

მირცხულავას თქმით, ენერგოპროექტების მხარდაჭერის მექანიზმთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რადგან ეს რთული და მიმდინარე პროცესია.

„ხუთი წელია ენერგოპროექტები გაჩერებულია, რადგან სტიმულირების მექანიზმი არ არსებობდა. ადრე PPA-მექანიზმი იყო და ამან გარკვეული შედეგი მოგვცა. 800 მგვტ-იანი ზრდა იყო, იგივე ქარის სადგურებიც აშენდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ენერგეტიკაში არ ყოფილა.

ის, რომ დღეს მოძებნილია და შემოთავაზებულია მექანიზმი, რომელიც სავალუტო ფონდთან და საფინანსო ინსტიტუტებთანაა შეთანხმებული, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. კითხვები ბუნებრივია დარჩება, რადგან ეს მუშა, ურთულესი პროცესია და ეს კითხვები პანდემიის შემდეგ ყველაფრის ღირებულებას ეხება, რაც ამ პროექტებთან მიმართებით 20-30%-ით არის გაზრდილი. აუცილებელია კომისიამ ეს ზრდა გაითვალისწინოს. ამიტომ შერჩევისა და თანხის წარდგენის დროს გათვალისწინებული იყოს ინფლაცია, თუ რამდენად რეალურია შეფასებისას წინასწარი მიზანშეწონილობა და შესაბამისი ტარიფი“, - განაცხადა მირცხულავამ.

სახელმწიფო გაჩერებული ენერგოპროექტების შესასრულებლად ინვესტორებს 4-თვიან ვადას აძლევს