მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კითხვები, რომლებიც ინვესტორებს საქართველოს მიმართ აქვთ – ვახტანგ ბუცხრიკიძე

613e304854153
BM.GE
13.09.21 09:40
873
თიბისის გენერალური დირექტორი გადაცემა “Forbes კვირაში” იმ საკითხებზე საუბრობს, რომლებითაც უცხოელი ინვესტორები ინტერესდებიან. მისი განცხადებით, ინვესტორები კითხვებს სვამენ როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ვითარებაზე.

“ამ დღეებში ჩვენ შეხვედრები გვაქვს ჩვენს არსებულ და პოტენციურ ინვესტორებთან. შეხვედრები დაახლოებით ერთსაათიანია, რა დროსაც მათ აქვთ შემდეგი კითხვები: როგორია პოლიტიკური სიტუაცია, გამომდინარე იქიდან რომ იციან რომ არჩევნები მოდის, ასევე მათ აინტერესებთ რამდენად მოკლევადიანია არსებული ინფლაცია, და მესამე - ლარის სტაბილურობა, ამაზე არგუმენტი გვაქვს ის, თუ რამდენია ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები. მათ აინტერესებთ ბიუჯეტის დეფიციტიც, თუმცა, უფრო ნაკლებად, მაგრამ როდესაც ვეუბნებით, რომ საბიუჯეტო შემოსავლები საკმაოდ მზარდია და დეფიციტის ტრენდი არის კლებადი, მშვიდდებიან. ეს ოთხი გამოწვევაა, რის შესახებაც თიბისის ინვესტორებისთვის არგუმენტირებულად უწევს განმარტებების გაკეთება”,– აცხადებს ბანკირი.

რაც შეეხება ინვესტორების ზოგად განწყობებს, ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ განწყობები ნორმალურია, რადგან საბანკო სექტორი საკმაოდ ნორმალურ შედეგებს აჩვენებს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.

“თიბისი და საქართველოს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული, შესაბამისად ნორმალური განწყობები აქვთ. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი ინვესტორების კითხვები იწყება უზბეკეთით, მათ აინტერესებთ, რას ვაკეთებთ იქ და რა ვითარებაა ამ კუთხით”,– აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.