“კითხვებს მიჩენს პრემიერის კომპეტენცია ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებით”- ამის შესახებ BM.GE-ის ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა განუცხადა. როგორც ის ამბობს, პრემიერის განცხადებები, რომელიც მან პარლამენტში გუშინ გააკეთა, ძირითადად პოპულისტური ხასიათის იყო. ამასთან, მისი თქმით, ღარიბაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ჩაერიოს ეკონომიკაში, მითია, ეკონომისტს ეჭვს უჩენს, რომ პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით კომპეტენტურია.
“პრემიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვარდების რევოლუციამ, არა თუ განავითარა ეკონომიკა, არამედ სრულად გააპარტახა - სერიოზულად ვერ შევაფასებ. ეს არის პოლიტიკური განცხადება და ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია, იმიტომ რომ რიცხვები რომ ვნახოთ, უბრალოდ ტყუილია. მაშინ როგორი ეკონომიკური ზრდაც გვქონდა, მსგავსი არ გვქონია და ამის სერიოზულ კონტექსტში განხილვა არ შეიძლება.
სოფლის მეურნეობის და ექსპორტის წახალისება არის პოპულისტური განცხადებები. ყველაზე მეტად რაც ყურში მომხვდა და მაწუხებს არის ზოგადად მისი დამოკიდებულება ეკონომიკასთან. სერიოზულ კითხვებს მიჩენს პრემიერის კომპეტენცია ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებით, რადგან მისი განმარტებით, სუსტად ეკონომიკის მარეგულირებელი სახელმწიფო ცუდია და ბაზრის უხილავი ხელი არ მუშაობს. მისი თქმით, მეტი რეგულაცია გვჭირდება და სახელმწიფოს მეტი ჩარევაა აუცილებელი ეკონომიკაში. ეს მიდგომა მკვეთრად არასწორია და ამან შეიძლება ბევრი პრობლემა შეგვიქმნას სამომავლოდ", - ამბობს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?