28.აგვისტო .2019 14:31

კლაუს ლოურსენი - გაუქმებულ ბრძანებასთან დაკავშირებით სამინისტროში შიდა მოკვლევა მიმდინარეობს

views 369
უკან

 

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერატორის, APM Terminals-ის ხელმძღვანელის კლაუს ლოურსენის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროში მათი მოთხოვნით შიდა მოკვლევა მიმდინარეობს. საქმე სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის, გრიგოლ კაკაურიძის ბრძანებას ეხება, რომლითაც ფოთის პორტის მიერ მოთხოვნილ მიწებზე სამშენებლოდ გამოყენების პირობები განისაზღვრა. თუმცა როგორც შემდგომში გაირკვა, 2019 წლის პირველი მაისს ბრძანება სამართლებრივ ხარვეზებს შეიცავდა, რადგან მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც ის უნდა გამოცემულიყო არ იყო შესრულებული, ხოლო ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სამინისტრო არ იყო საქმის კურსში თუ რას აკეთებდა მის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ი. ნათია თურნავამ აღნიშნული ბრძანება გააუქმა და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

“ჩვენ შეგვიძლია გითხრათ რომ ადმინისტრაციული აპელაცია მოვითხოვეთ აღნიშნული გადაწყვეტილების და შესაბამისი პროცესი მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით საბოლოო შედეგი არ დამდგარა. არ ვფლობ ინფორმაციას ამ შიდა-სამსახურებრივი მოკვლევის შესახებ და თანაც არ მიმაჩნია სწორი, რომ ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე მოკვლევის პროცესის შესახებ გავაკეთო კომენტარი,”- ამბობს ლოურსენი.

APM ქონების ეროვნულ სააგენტოს ახალი ნავმისადგომის ასაშენებლად 351,056 კვადრატული მეტრის მიწის გადაცემას თხოვს. ეს მიწები ფოთის პორტის არსებული ტერმინალის მომიჯნავედ მდებარეობს. ტერიტორიის ნაწილი ზღვაშია და ის დამტკიცების შემთხვევაში ახალი ტერმინალის ნაწილი გახდება. APM-მა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს პირველად ამ თემაზე 2018 წლის 24 ოქტომბერს მიმართა. 

კომპანიის მიერ მოთხოვნილი მიწები:


2018 წლის 24 ოქტომბრის წერილში APM სახელმწიფო ქონების სააგენტოს სთხოვს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 მიწის ნაკვეთი გადასცეს კორპორაცია "ფოთის საზღვაო ნავსადგურს". წერილს ხელს ნავსადგურის ხელმძღვანელი კლაუს ლოურსენი აწერს. წერილში ისიც ირკვევა, რომ "ეიპიემ ტერმინალსს" ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო პირველი ეტაპის დოკუმენტაცია უკვე წარდგენილი აქვს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სსიპ-ია. 

APM-ის წერილი სახელმწიფო ქონების სააგენტოს 



მოგვიანებით, 2018 წლის 5 ნოემბერს, "ეიპიემ ტერმინალსი" ქონების ეროვნულ სააგენტოში კიდევ ერთ წერილს აგზავნის და სააგენტოს მოთხოვნილი ნაკვეთების აზომვით ნახაზებს აწვდის. 

APM ტერმინალსის წერილი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 



მხოლოდ მეორე წერილის შემდეგ პასუხობს APM-ს სააგენტო. 4 დეკემბერს უკვე ქონების სააგენტოს ჰყავს ახალი ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე, რომელიც ეიპიემ ტერმინალსისგან წერილობით ითხოვს, დაზუსტებული წინადადებების წარმოდგენას მათ მიერ მოთხოვნილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. დაზუსტება გულისხმობს ინფორმაციას უძრავი ქონების გადაცემის ფორმის, ვადის, საფასურის და სხვა პირობების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდშიც, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიაა. 

სახელმწიფო ქონებრის ეროვნული სააგენტოს პასუხი APM-ს 



ამის შემდეგ, ფაქტად დგება, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, გრიგოლ კაკაურიძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლოდ გამოყენების პირობებს გამოსცემს მიუხედავად იმისა, რომ “ეიპიემ ტერმინალსს” არაფერი დაუზუსტებია, როგორც ამას ქონების სააგენტო ითხოვდა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა