28.ივლისი .2020 09:45

„კლიენტები ჯავშნის დადასტურებას გვთხოვენ, მაგრამ არ ვიცით, როდის იხსნება საზღვრები“ - კომპანია BTL

views 301
უკან

ტურისტული კომპანია Business Travel Leisure (BTL)-ის დირექტორის და მმართველი პარტნიორის მაია ბიბილურის განცხადებით, საქართველოს მიმართ საქმიანი ტურიზმის მხრიდან ინტერესი იზრდება, მაგრამ პრობლემას საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით არსებული გაურკვევლობა ქმნის.

როგორც მან BMG-ისთან საუბრისას აღნიშნა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, მალაიზიიდან, რუსეთიდან საქმიან ტურისტულ ჯგუფებს ინტერესი ჰქონდათ და მაისში აპირებდნენ ჩამოსვლას, მაგრამ პანდემიის გამო, ვიზიტი სექტემბრამდე გადადეს.

“კლიენტები ფულს გვირიცხავენ, გვთხოვენ ჯავშნის დადასტურებას, თუმცა ვერ ვიწყებთ საქმიანობას რადგან არ ვიცით, რა მოხდება და როდის გაიხსნება საზღვრები. ვერც პასუხს ვუბრუნებთ და ვერც ფულს ვიღებთ დამკვეთებისგან, თუმცა ფაქტია, რომ ინტერესი ქვეყნის მიმართ არსებობს, გვყავს დადასტურებული ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც მიუხედავად გაურკვეველი მდგომარეობისა, არჩევანს არ ცვლიან და გველიან. ახალი შეკვეთებიც ძალიან ბევრი მიმართულებიდან მოდის და მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ“, - განაცხადა მაია ბიბილურმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა